ალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "არარატ არმენიასთან" "საბურთალოს" მარცხს (0:2) სოციალური ქსელით თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა:

"საბურთალომ" რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე!

ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ.

ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი - უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები
ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვინ ყავს ამ კოხრეიძეს ასეთი რო დასეირნობს სტადიონზე ორივე გოლის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ოფლი არ გამოსვლია ისე დატოვა სტადიონი, სირცხვილის გრძნობაც დავკარგეთ, ღირსება ბრძოლა თავდადება ყველაფერიდან დაცლილები ხართ.
iponi
15 აგვისტო 2019 09:05
3
ზუსტად ამას ვწერ მესამედ მაგრამ რატომღაც მიბლოკავთ,ალბათ დისკრინიმაციას,უხამსობასა და შეურაცყოფას ხედავთ ჩემს სიტყვებში.კარგით ბატონო,ეხლა მიპასუხეთ -რაც საბურთალომ გააკეთა გუშინ არ იყო მთელი ერის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა??? რატომ არ წერთ არაფერს ამაზე ხალხო!? ძალიან გთხოვთ ეხლა მაინც ნუ დამბლოკავთ
ბათუმის ფანი
15 აგვისტო 2019 09:02
2
ყველაფერი ხომ ნათელია რაც მოხდე, ეს იყო გარიგება ორ გუნდს შორის, რომ ერევანში საბურთალოს უნდა მოეგო და თბილისში არარატს, აუცილებლად ძალოვნები უნდა ჩაერიონ და გამოიძიონ რაც მოხდა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, გუშინდელი თამაშის მონაწილეებს მინიმუმ- სამუდამოდ უნდა აეგრძალოთ ფეხბურთის თამაში, ქართველი ხალხის მასხრად აგდებისთვის,
zmo
15 აგვისტო 2019 10:46
4
ძალოვნებს ეს სულ არ ადარდებთ. მათ საკუთარი ხალხის თვალის დათხრა უფრო აინტერესებთ და მონების მოსყიდვა.
ნდაა..
15 აგვისტო 2019 11:31
31
გამოიძიეთ და დაიჭირეთ ყველა, აშკარად გაყიდული ჩაწყობილი თამაშია, ფეხბურთს შეგაზიზღებენ, მე პირადად აღარასოდეს საბურთალოს თამაშს აღარ ვუყურებ
ემზარი
15 აგვისტო 2019 07:40
3
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის ფიქსირდება კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების დინამიკა. ეს არის მეორე შემთხვევა. ადრე საეჭვო კოეფიციენტები ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში დაფიქსირდა, წერს უკრაინული გამოცემა bookmaker-ratings.com.ua
გამყიდველები.
15 აგვისტო 2019 10:38
0
გეთანხმები! არც მე არ ვუყურებ არც ერთ თამაშს ფეხბურთისას! განსაკუთრებით მძულან ქართველი სპეკულიანტები!
ზურა
15 აგვისტო 2019 09:38
3
აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული!
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 10:20
2
ისეთი გააკეთა საბურთალომ, რომ ყველაფერს გადაუსვა ხაზი, აი ყველაზე ბინძური და უღირსი სფეროს "თვალსაჩინო" წარმომადგენელსაც კი სალაპარაკო თემა მისცა!
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 12:16
11
უპატრონო ქვეყანაში ყველაფერი მოსულა.აბა მიშას დროს ამას გაბედავდნენ?ს
სამარცხვინო საქართველო
15 აგვისტო 2019 11:13
42
სხვაში რამეებში არა, მაგრამ ამ საკითხში ნამდვილად ვეთანხმები ელისაშვილს.
mvx
15 აგვისტო 2019 14:31
5

სიახლეები პოპულარული