ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ნერვებს,ნუ აიშლით .რაც ხდება განათლებაში,მეცნიერებაში,ხელოვნებაში,სოფლის მეურნეობაში,...იგივე ხდება სპორტში.ერთმა დაწერა დასაჭერიაო და რამდენი უნდა დაიჭიროთ ? ამ ხალხს,არც ღირსება აქვთ,არც თავმოყვარეობა,რომ გაუშვა მთელ ქვეყანას გაყიდიან.
ტოტო
16 აგვისტო 2019 11:42
1
უკრაინაში სრული ქაოსი და ანარქიაა და იქ დაბეჭდილი თითქმის ყველა ინფორმაცია მხოლოდ პროვოკაციისთვის არის გამიზნული. "საბურთალოს" ხელმძღვანელობას კი, ვთხოვდი გააგრძელოს მართლაც ნიჭიერ არა ერთ ახალგაზრდასთან მუშაობა...
tngh
16 აგვისტო 2019 11:38
31
რა უეფა რის უეფა,,ჩუმად მაინვ იყავი
jiji
16 აგვისტო 2019 11:32
3
ისე რ ე პ უ ტ ა ც ი ა კი დაკარგეთ ბატონო სამუდამოდ და ფასი კი გეცოდინებათ თვითონ. იმედია არც ისე იაფად..
Vakhtang Lobzhanidze
16 აგვისტო 2019 11:30
2
ფულის საკეთებლად ხარ ზუსტად სამარცხვინო ხარ და ყველა ქარტული კლუბის მეპატრონე თუ მენეჯერებს რო ეზახიან თავს
zaza
16 აგვისტო 2019 11:21
4
არ გინდათ ეხლა, ბატონო. ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი ნათამაშევი ქონდა ნათელი იყო ყველაფერი. და თუ ეგ თამაში მიცემული არ იყო - მაშინ კიდევ უარესი. ესეიგი საერთოდ არ ყოფილა საშველი. გამოდის რო თქვენ იმას იძახით რო ქართველი ახალგაზრდები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ისტორიული მეტოქის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისე... თითქოს უბანში რო თამაშობ დილიდან და შუადღისკენ პაპანაქება სიცხეში რო დაგეზარება თამაში ზუსტად მასე. ანუ გამიზნულად დაგვიკიდეს. მართლა ეგრე თუ არის ეგენი კუდე უარესის ღირსნი არიან. მე პირადად აღარასდროს წავალ ამ გუნდის საქომაგოდ!
Vakhtang Lobzhanidze
16 აგვისტო 2019 11:21
3
წაგებას და მოგებაც კაცურად უნდა მიი₾ო, ეს იყო ყველას მხრიდან არაკაცური ქცევა, დაკიდება ფულის გულისთვის, ერთდ₾იანი ცხოვრებით ცხოვრობენ,მაგ ფულს დახარჯავენ და ისტორიაში შევლენ როგორც არაადამიანები, ყველა ვინც ამ საქმეში იყო გარეული რიგითიდან უფროსობის ჩათვლით. ცხოვრებაში ღალატზე ცუდი არაფერია, მათი საქციელი ღალატის ტოლფასია
გელა
16 აგვისტო 2019 12:04
1
ძლივს არ ვნახე კაცი სიმართლის მქადაგებელი!
გიოშა
16 აგვისტო 2019 11:11
11
არცერთ გუნდს ასეთი სირცხვილი არ უჭამია საკუთარი გულშემატკივრებისთვის როგორიც ამ უნამუსო გუნდმა აჭამა
ასევე
16 აგვისტო 2019 11:06
2
ბადრი პატარკაციშვილმა დიდი ფული გააკეთა როცა თამაშები ჩააწყო 2004 წელს და ვითომ დინამო ჯგუფურზე გავიდა.ჯგუფურის ბოლო თამაშზე ხო საერთოდ ტოტალიზატორები ფსონს არ იღებდნენ. ეს მან იმიტომ გააკეთა რომ დინამოს საქმეში არ ერეოდა და სამი წლის მერე რო მოიკითხა თურმე დიდი ფულები მოუტეხეს. ადგა და დაიბრუნა ასე უმტკივნეულოდ თავისი ფულები. ბადრი დიდი კაცი იყო. მაგრამ მან თან ფული აკეთა , თან საქმე გააკეთა. კი არ წაუგია შენსავით, მოიგო. თუ თამაშს აწყობ, ისწავლე რომ ისე ჩააწყო რომ გაიმარჯვო და ქომაგს გული არ გაუხეთქო
არ დამბლოკოთ
16 აგვისტო 2019 10:59
7
ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:2. ძალით გაფუჭებული პენალტი........
gela 67
16 აგვისტო 2019 17:22
1
ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:1. ძალით გაფუჭებული პენალტი........
gela 67
16 აგვისტო 2019 17:21
2
ბატონო ჩემო,სხვა რაუნდა იფიქროს ხალხმა რაც გააკეთა უშუალოდ კოხრეიძემ და მერე რეხვიაშვილმა ...შეტევიდან უკან,რო პასს დაუგორებ მეტოქეს და მეკარეს შეატოვებ ...ანუ გაყიდულ თამაშს გაჭრილი ვაშლივით გავდა
ასევე
16 აგვისტო 2019 10:57
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული