ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ვაცხადებ ტენდერს... გოგრის ან ლობიოს დათესვა სტადიონზე! ფინალში ხარ ხეჩიკ. ასე მითხრეს უეჭველი ხეჩიკამ უნდა მოიგოსო და მე რა ვქნა, ჩემი ნება რომ იყოს არც მაგას მოგაგებინებდი...
ra
16 აგვისტო 2019 08:50
3
ყველა ასაკობრივი ნაკრები ყველასთან აგებს,ჩვენი გუნდები ევროსარბიელზე ყველასთან აგებენ და იცით რა მაინტერესება, რო იძახიან გამართლა ჩემპიონატის ცვლილებამო,როგორ ატყობენ,რო გამართლა???? ვინმე ამიხსნის. ბოლოს ერთს დავამატებ ზესტაფონი რო არ მოეშორებინათ,ევროპა ლიგის ჯგუფს ითამაშებდა,მაგისთვის მწიფდებოდა გუნდი.
გოგა
16 აგვისტო 2019 20:34
2
ახლა ამ სტატიაზე ლაიქი დავწერე შეცდომით, თუ არ გახსოვს,მე შეგახსენებ: ის შენი ზესტაფონი გახლდა ადრე გასვლითი თამაში რომ მოიგო 3:1 და ზესტაფონში იმდენს ეცადა (მეტოქეს ვერ გაჰქონდა და ძალით გადამწყვეტი პენალტიც აიკიდეს),რომ 0:3 გამოაცხვეს................
gela 67
17 აგვისტო 2019 14:00
0
თავიდანვე დაიგეგმა და შეთანხმდა ყველაფერი ორივე გუნდის მიერ.ძალინ დიდი ფულის თაღლითურად მითვისებასთან გვაქვს საქმე მეგობარო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 18:32
2
ბადრი პატარკაციშვილმა დიდი ფული გააკეთა როცა თამაშები ჩააწყო 2004 წელს და ვითომ დინამო ჯგუფურზე გავიდა.ჯგუფურის ბოლო თამაშზე ხო საერთოდ ტოტალიზატორები ფსონს არ იღებდნენ. ეს მან იმიტომ გააკეთა რომ დინამოს საქმეში არ ერეოდა და სამი წლის მერე რო მოიკითხა თურმე დიდი ფულები მოუტეხეს. ადგა და დაიბრუნა ასე უმტკივნეულოდ თავისი ფულები. ბადრი დიდი კაცი იყო. მაგრამ მან თან ფული აკეთა , თან საქმე გააკეთა. კი არ წაუგია შენსავით, მოიგო. თუ თამაშს აწყობ, ისწავლე რომ ისე ჩააწყო რომ გაიმარჯვო და ქომაგს გული არ გაუხეთქო
არ დამბლოკოთ
16 აგვისტო 2019 10:59
7
ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:2. ძალით გაფუჭებული პენალტი........
gela 67
16 აგვისტო 2019 17:22
1
ბადრის ჩაწყობილი თამაში იყო ბაბაუ,ისიც: "დინამო"-"ლიბერეცი" -0:1. ძალით გაფუჭებული პენალტი........
gela 67
16 აგვისტო 2019 17:21
2
ტენდერ ხეჩიკაშვილი !!!
Iberia
16 აგვისტო 2019 22:58
2
გული ამიჩუყდა თითქმის მაგრამ პროფესორ ხეჩიკიან გუშინდელი ანგარიში თამაში და თან ვინებთან როგორც კი გამახსენდა ...წადი შენის მეტი არ მომდის თავში ...ხომ ჩემპიონთა ლიგა რომც მოიგოთ ამას მაინც არ გაპატიებს ნაღდი ქართველი გულშემატკივარი ...მაგ მთელი საქართველოს გაპაზორებას მხოლოდ თქვენი თან ყველასი ვინც მონაწილეობდით დიდიან პატარიანად აახვიოთ აქედან (თუნდაც სამეზოლოში დაგიფასებენ ) სჯობს ყველაფერს !!! თან როგორ იძახიან არ ველოდით ეგეთ რეაქციასო გულშემატკივრებთან აქვთ პრეტენზია 50 სომეხმა როგორ გაჯობათო ...რა ექნათ ამ ხალხს ბატონო ხეჩიკ ვეღარ მიხვდნენ ვინ იყო ჩვენი და ვინ მოწინაღმდეგე ისე ლამაზად ჩააბარეთ თამაში ....კარგით დავიჯერეთ რომ არ გაყიდეთ მაშინ მით უარესი ხომ უარესი რომ ამის ტვინიც არ გეყოთ ფული მაინც გაგეკეთებინათ არაფერს ვამბობ იმაზე თუ რას ნიშნავდა ეს თამაში მთელი ქართველობისთვის ეგ მხოლოდ სპორტი არ იყო ეგ ერის თავმოყვარეიბის საკითხი იყო ...აი ისეთი როგორც 2003 წელს საქართველო-რუსეთის ან როგორც რაგბისტებისთვის არის იმავე რუსებთან ყოველ წელიწადს რომ აკვდებიან ....ეგრე უნდა მომკვდარიყავით თქვენც მაგ მოედანზე და არ უნდა ჩაგესვარათ .... ასე რომ აწი შეგიძლია მოხიკო ეგ შენი გაზრდილი უგულო უსისხლო ლაწირაკები და შეურთდეთ არარატ არმენიას ....ძაან მომწონდა კოხრეიძე და მალი და თუ ამ დღეებში არ წავიდნენ თქვენ კლუბიდან არც მაგათი ფეხბურთი მაინტერესებს და არც მაგათი არსებობა თქვენი კლუბისა მითუმეტეს საბურთალოს რა გითხრათ “ სამარცხვინო “ კი ძაან მოგიხდებათ ...!!! იმ შინდაგორიძეს ბრავო რაა ინტუიცია მაგას ქონია ან შეიძლება ის იცოდა რაც ჩვენ არა ...ხოლო ყენია კი მართლაც რომ მეცოდება ისედაც დაიტანჯა მთელი კარიერა ტრავმების გამო და ახლა კი ასეთ გაუგებრობაში მოხვდა !!!!
აბა კიდევ დაბლოკეთ დემოკრატებო
16 აგვისტო 2019 22:08
3
ყველაფერი სწორად მიმაჩნია რაც დაწერე,გარდა ერთისა-კოხრეიძე სრულიადაც არაა საფეხბურთო მომავლის მქონე, 10 ჯერ აკენწვლა და ვინმე სან-მარინოელ,ან გიბრალტარელთან რომ ერთ ფინტს იზამს, ეგ რა სათვალავში ჩასაგდებია...........
gela 67
17 აგვისტო 2019 13:53
0
რას ვიწყებდი ისევ გულშამიტკივრობას, გულისგასახეთქად? მიტოვებული მქონდა 20 წელია.
g55
16 აგვისტო 2019 10:08
5
ისე ლაპარაკობს გეგონება იგივე,მხოლოდ საჩვენოდ კარგად დამთავრებული მატჩი "შერიფთან" არ ეთამაშოთ-იქ გაგვიმართლა,აქ ვეღარ.შეცდომები დაგაშვებული გოლები-იდენტურია.ცენტრალური მცველები ერთმანეთს ვერ უგებენ-ფეხით ვერ თამაშობენ და კიდევ ბევრი სხვაც.ამის არდანახვა ჭიაბერიშვილის და ხეჩიკაშვილის მხრიდან ცოტა სხვა რამეს ნიშნავს-ისინი გამართლებას ეძებენ-გვაბოლებენ მოკლედ.
ვაჟაt
16 აგვისტო 2019 08:14
1
სულ რომ რომელიმე ლიგა მოიგოთ ეს დღე მაინც დარჩება მუქ ლაქად გუნდის ისტორიაში..
Rezo
17 აგვისტო 2019 12:22
0
არარატთან წაგების მერე საბურთალოს თამაშებზე დასწრების მაჩვენებელი დაეცემა და 70 კაციდან სავარაუდოთ 37ზე ჩამოვა.დ.დ.
a.a.
16 აგვისტო 2019 19:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული