"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
მგონი ხაჩიკას დაწერილია
zviadi
16 აგვისტო 2019 19:04
8
რა შუაშია მამა შენი !!!
zviadi S
17 აგვისტო 2019 19:12
0
ეს წაგება მწვრთნელის ბრალი იყო. მთლიანობაში შემადგენლობა ვერ გამოიცნო, ტაქტიკა ვერ გამოიცნო გუნდი თამაშის დროს ვერ გადააწყო ზამენები ვერ გამოიცნო.

მარა ეს თავზე ნაცრის დაყრა და გლოვა არ გვიშველის - კარგი კლუბია საბურთალო უნდა გააგრძელონ მუშაობა - ეპიზოდებში ძაან იმედის მომცემად გამოიყურებიან.

ხო და ერთი ფსიქოლოგიც უნდათ ქართულ კლუბებს გუნდში.

ოთარი
16 აგვისტო 2019 17:39
6
ჩემი ნება რო იყოს ამ გუნდს დავშლიდი და თავიდან დავიწყებდი ახალი გუნდის შენებას ახალი კლუბის დასახელებით რომ ეს სირცხვილი ჩამოირეცხოს
საბურთალო
16 აგვისტო 2019 16:21
5
გეთანხმები „ვეტერანი ფეხბურთელი“100%.მე დავამატებდი კიდევ:ნაცნობ,ზემოდან დარეკვას!იმდღეს დავწერე კომენტარი და ადმინმა დამბლოკა.მბლოკე და იყავი ადმინ,სიმართლე არავის არ გინდათ.ამასწინათ, ჩივაძესთან რუსებმა ინტერვიუ გააკეთეს იუთუბიზე უყურე.რუსები ეკთხებიან რა ხდება ქართულ ფეხბურთში,ამხელა ტრადიციების მქონე ერს,რატო გაქვთ ჩავარდნაო.ჩივაძეს მსგავსი კაპიტანი და ცენტრალური მცველი მე არ მინახავს,მცველი იყო და ერთხელ ბომბარდირიც იყო დინამოსი,მაგრამ ყველაფერი თქვა რეალური მიზეზის გარდა.გახსოვთ ქეცბამ რო მიაკაჩავა ვეტერანები? ქეცბამ იცოდა რასაც ეუბნებოდა მაგათ და კიდევ არ თქვა სათქმელი ბოლომდე.კვარაცხელია რო იძახის სტადიონები რო გაიყიდა გულშემატკივრები სად იყავით,ხმა რატო არ ამოიღეთო? ჩვენ ახლაც იქ ვართ სადაც მაშინ და ეხლაც ვიღებთ ხმას...აი თქვენ სად იკავით,თქვენ?და რატო ხმას თქვენ არ იღებდით? იქნებ იმიტომ ,რომ თქვენც მოითბეთ ხელი???ერთი ჟურნალისტი ვერ ვნახე რამე სააშკარაიზე გამოიტანოს,არა და ხო ყველამ იცით რო ბავშვთა ბეხბურთში კორუფციაა,ათამაშებენ იმას ვისი მამიკოც ფულს იხდის.ხო ყველამ იცით რაც მოხდა ტორპედოში და ზოგადად რაც ხდება-რო ფულს ჭამენ და ა.შ.მერე ზოგ კომენტატორს უკვირს ზოგი ვაი გულშემატკივარი სტადიონზე ბოლოკის დათესვას ითხოვსო.მოითხოვს აბა რა გინდათ?როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი ბავშვია,როცა ამდენი ავადმყოფი ბავშვია-ესენი უნიჭო სპექტაკლებსა დგავენ ხან ადგილობრივ ჩემპიონატში,ხან არარატთან და ხან ვისთან და ამ ამ პექტაკლებში ფულს ვუხდით იქით ჩვენი ჯიბიდან...აბა შენ იცი ადმინ კიდე დამბლოკე,თუკი ამით რამე შეიცვლება სასიკეთოთ კი ბატონო.
Jordan Beli
17 აგვისტო 2019 11:29
1
რა განსხვავებაა კალათბურთსა და ფეხბურთს შორის, Jordan Beli? არც არაფერი. ერთიდაიგივე პრობლემაა თავში, ანუ ბავშვთა სპორტში. მივწერე გურასპაულს ამ საიტზე, დამიბეჭდეს, მერე რა? ვთხოვე, ნებისმიერი ბავშვის მშობელი ნახე თქო, ნაკრებში ვინც წაიყვან იმ სერბმა - ყველა გეტყვის, ფულს გვთხოვსო, აპირებდნენ ფულის დანიშვნას, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მერე მითხრეს, რას ამბობ, კალათბურთი ფეხბურთთან შედარებით პატიოსნების ოაზისიაო. Jordan Beli - 100%-ით მართალი ხარ. მე არ ვიცი როგორ უნდა ებრძოლოს ამას კობიაშვილმა, მეუბნებიან შეუძლებელიაო. რატომ, შევეკითხე? იმიტომ, რომ მწვრთნელების 99% დასვრილიაო, მაგენი რომ გააგდო (არ დაიჭირო), აღარ დარჩება მწვრთნელი საქართველოშიო. აი ასე უბედურად არის ჩვენი საქმე, სამწუხაროდ.
alexandre
17 აგვისტო 2019 12:19
0
რა ფეხბურთიც და "ფეხბურთელები" გვაქს იმ დონის "კომენტატორები" და "ჟურნალისტები" გყვავს. ვიცი რომ დამბლოკავენ, მაგრამ მათი განკითხვის დროც მოდის მალე
grani
17 აგვისტო 2019 04:00
1
როდის უნდა დამთავრდეს ამდენი იმედგაცრუება. ძაან დავიღალეთ უკვე. რამე მოიმოქმედეთ ვისაც გეკისრებათ პასუხისმგებლობა გუნდებზე, ან დაანებეთ თავი საერთოდ ამ საქმეს. გადის ათწლეულები ყველა ვითარდება ასე თუ ისე ჩვენკი ერთადგილას ვართ..
დავით
17 აგვისტო 2019 09:36
0
სად ისწავლეთ ეს ფეხბურთი, რომ არჩევთ და გგონიათ მაგრად იცით. დიდ წილად განაპირობებს ქართული ფეხბურთის უკუსვლა თქვენნაირი პროფესორების ჩარევით.
Azia
16 აგვისტო 2019 17:00
15
რა უხარიათ ნეტა? ორი სომეხი იყო მთელ გუნდში, მე ის მწყინს ჩვენები რო აგებენ ასე არაკომპეტენტურად, მოგლედ უბურთოდ თამაშს როდესმე თუ ვისწავლით, და ბურთის უაზროდ თრევას თუ დავანებებთ თავს, ნეტა ეს მწვრთნელებისაერთოდ თუ უყურებენ თანამედროვე ფეხბურთს?
დათო
16 აგვისტო 2019 22:15
4
Stadionze xshirad iaret da tamshis donec aicevs. Kvelam sakutari qalaqis klubi unda daafasos.
Goga
16 აგვისტო 2019 18:26
18
ხშირად კი არა, ასეთი თამაშის ნახვის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. ხშირად რომ ვნახულობდე კაი ხნის გახეთქილი მექნებოდა გული. მე რიგითი მოქალაქე ჩემი შემოსავლის ნაწილს ვიხდი ფეხბურთის განვითარებაში და ჩემი სტადიონზე მისვლით კი არა ამ სფეროში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტების მუშაობით უნდა ვითარდებოდეს ფეხბურთი, რომ შემდეგ მეც მივიდე სტადიონზე, ვისიამოვნო და ვიამაყო ჩემი გუნდის თამაშით. სამწუხაროდ, კვალიფიციურობას და განვითარებას ჯერ ვერ ვხედავ ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ანდორული გუნდების და გაბალას ძლევას, ბოდიში და, ვერ აღვიქვამ განვითარებად
მალხაზ დაბეგრილი
16 აგვისტო 2019 21:59
0
მართალი ბრძანდებით.
გიზოგ
16 აგვისტო 2019 18:54
6
ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ მაყურებლის წნეხი შენს სტადიონზე არ უნდა არსებობდეს,შე დალოცვილო მოვიდნენ რომ გაგამხნეონ და შენ წნეხიო იძახი,მაგრამ რაღაცა მომენტში ალბათ არის სიმართლე,სიმართლე ისაა რო საქართველოს ჩემპიონატში ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ და ალბათ თავი ტკივდებათ მერე ევროტურნირებზე:) კიდევ იყო ის კომენტარებიც რო ფეხბურთის მამებმა მიხედეთო... რას უნდა მიხედონ როგორ? ხალხნო თანამედროვე ფეხბურთის 10% მაინც თამაშობენ ქართული კლუბები? არა გამძლეობა არა სისწრაფე არა სტანდარტულის დამრტყმელი კუთხურის გათამაშება არა რამე გააზრებული კომბინაცია... უკან პასებში ბადალი არ გვყავს... ასე რომ დავეშვათ რა დაბლა არ გვყვავს ჩვენ ფეხბურთელები და რაც არიან ესააა მათი მაქსიმუმი... რათ გინდა ესეთი გასვლა სადაც შეგხვდება ვილიაარეალი ლევერკუზენი ტორინო ლიონი და მსგავსი გუნდები ხო უნდა გავიმასხარაოთ თავები და ყველამ ჩვენზე იღადაოს
წნეხი
17 აგვისტო 2019 12:04
0
კიდე რო ამ თამაშზე ვინმე წერს ან ლაპარაკობს,გახსენებაც არ მინდა,გული მეყინება,მარა იმაშიც 100% ით ვარ დაწმუნებული,რო ფეხბურთელებიც ასე არიან.
gio
16 აგვისტო 2019 20:26
1

სიახლეები პოპულარული