"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
იმის მაგივრად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ და საერთო კოლაფსის მიზეზებში ეძებოთ გამოსავალი, ერთი კლუბის მეკარე, დაცვის და ა.შ. ნაკლოვანებებში ეძებთ დამნაშავეებს. "წვეთოვანიდან" რომ მოიხსნება ლიგები მერე რა იქნება? ერთმანეთის შესაფერის დონეზეა ლიგა, ფედერაცია და პრესაც. და საეთოდ სპორტბიზნესი ინტელექტუალებისაა და არა ბიზნესს მიტმასნილი თაღლითების.
ვეტერანი
16 აგვისტო 2019 18:02
5
დაიწყო ტოტალიზატორში მოგებულმა ფულმა მუშაობა. ნაყიდი სტატიები. მერე 'ცნობილი სახეები' და ვეტერანები.
გია
16 აგვისტო 2019 17:45
8
ეს წაგება მწვრთნელის ბრალი იყო. მთლიანობაში შემადგენლობა ვერ გამოიცნო, ტაქტიკა ვერ გამოიცნო გუნდი თამაშის დროს ვერ გადააწყო ზამენები ვერ გამოიცნო.

მარა ეს თავზე ნაცრის დაყრა და გლოვა არ გვიშველის - კარგი კლუბია საბურთალო უნდა გააგრძელონ მუშაობა - ეპიზოდებში ძაან იმედის მომცემად გამოიყურებიან.

ხო და ერთი ფსიქოლოგიც უნდათ ქართულ კლუბებს გუნდში.

ოთარი
16 აგვისტო 2019 17:39
6
რაც მოხდა ჟურნალისტებსაც მიგიძღვით ბრალი,იმდენი უჩიჩინეთ ცენტრი შეცვალეო რომ ჭიამაც დაგიჯერათ.წესით რა შემადგენლობითაც ითამაშა ზაგრებში ტაიმ ნახევარი ისე უნდა ეთამაშა არარატთანაც,შეიძლებოდა როლოვიჩის მაგიერ დიასამიძე ან ყენია.ეხლაც დაუმსახურებლად აქებთ ფეხბურთელებს,პირველი ორის ბრალია თითი გოლი ხოლო მესამის ორივე გოლი.კოხრეიძეს უნდა დაესვენა და შეცვლაზე ეთამაშა,იმიტომ რომ საჭიროა თუ არა მიდის შეტევაზე და წელავს გუნდს.ამასთან იყოლიებს ლაკვეხელიანსაც.ამ თამაშში კი საბურთალოს პირველ ნომრად თამაში არ სჭირდებოდა,ეს ვერ დაინახა მწვრთვნელმა და მართლაც უნდა გადადგეს.გვეთამაშა დაცვითი ფეხბურთი და წაგვეგო ერთი ბურთით,შემდეგ ეტაპზე გავიდოდით,მაგრამ ჭიაბრიშვილი იძახის რომ დაცვითი ფეხბურთი არ იცის!ნეტავ რას ასწავლიან პრო ლიცენზიის კურსებზე ჩვენს ტრენერებს?ქვეყანაში ამდენი სახელოვანი მცველი გვყავს აიყვანეთ კონსულთანთებათმიეცით ხელფასი დაკვირაში ორსამჯერ ავარჯიშონ მცველები.
Chivadze
16 აგვისტო 2019 17:37
3
ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა და იქნებ მერე მაინც გაჩერდნენ ეს სემიჩკის მჭამელები. ტვინი წაიღეს უკვე.
ნუგო
16 აგვისტო 2019 17:13
21
სად ისწავლეთ ეს ფეხბურთი, რომ არჩევთ და გგონიათ მაგრად იცით. დიდ წილად განაპირობებს ქართული ფეხბურთის უკუსვლა თქვენნაირი პროფესორების ჩარევით.
Azia
16 აგვისტო 2019 17:00
15
ჩემო მოსაზრებით არცერთ ფეხბურთელს (არამარტო საბურთალოს) არ აქვს ფიზიკური მომზადება. გუნდი რომ შექმნა ფიზიკური მონაცემების და მომზადების ელემენტარულ ნორმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ. რომელი არის ეგეთი მთელ ჩემპიონატში??? ბმვ და კლუბში გაჩითვაა ამათი მიღწევის ჭერი. სპორტსმენი რომ საკუთარ თავზე არ მუშაობს რომ რაღაცა გაიუმჯობესოს იმას რა უნდა მოსთხოვო??
ლევან
16 აგვისტო 2019 16:59
2
დაელოდეთ ამ უეფას რაპორტს. წინასწარ რომ იძახით გაყიდულიაო.. 5 ლარს არ დადებდნენ გამოვარდნაზე თუ ჩაწყობილი იყო მართლა.. ასე, რომ თუ უეფასგან მოვა დასკვნა, რომ სადმე საეჭვო ფული დაიდო გამოვარდნაზე, მაშინ დავიჯერებ.. ასე უბრალოდ საიდან მოგაქვთ რომ ჩაწყობილი იყო ვერ ვხვდები..
თუ ჩაწყობილი იყო მარტივად მიხვდებით.. მოვა უეფასგან რაპორტი და მოკვეთავენ გუნდს 2-3 წლით.. ვნახოთ ერთი როდის მოვა )) მეც ძალიან გამიტყდა რომ წააგენ, მაგრამ ცილის წამება ყველაზე ცუდი რამაა..
ზუზუ
16 აგვისტო 2019 16:58
19
გაყიდვა მხოლოდ ტოტალიზატორში ფულის დადება გგონია? )) აი მაგალითად, მათ მილაორდელ მფლობელს რომ გადაეხადა თანხა, მისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გაყვანაში, ამაზე რა აზრის ხარ? ანუ ტოტალიზატორში არცერთ მხარეს რომ არ ეთამაშა
ნიკა
16 აგვისტო 2019 17:06
3
სავალდებულო არ არის ტოტალიზატორზე დადება.
chabuka
16 აგვისტო 2019 17:03
3
გუნდი გასაძლიერებელია. ფეხბურთელებმა ეს დღე უნდა დაივიწყონ.
მთავარია მოტივაცია არ დაკარგონ და გააგრძელონ ბრძოლა ჩემპიონობისთვის.
შემდეგ წელს უკეთეს შედეგს დადებენ.
Jaba
16 აგვისტო 2019 16:54
14
მალიმ და ლაკვეხელიანმა დროზე უნდა დატოვოს ეს გუნდი თუ უნდათ რამეს მიაღწიონ გეგუჩაძე თუ წაიყვანს ბათუმში კარგი იქნება.
ვაკო
16 აგვისტო 2019 16:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული