"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
კიდე რო ამ თამაშზე ვინმე წერს ან ლაპარაკობს,გახსენებაც არ მინდა,გული მეყინება,მარა იმაშიც 100% ით ვარ დაწმუნებული,რო ფეხბურთელებიც ასე არიან.
gio
16 აგვისტო 2019 20:26
1
დინამომ რომ ლივერპულს მოუგო ის მატჩი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ლივერპულელმა გაიხსენა და თქვა რომ მაყურებელი გასუსული უყურებდა ფეხბურთს თითქოს სპექტაკლზე არიანო (ისე მართლაც იყო)) და მხოლოდ მომენტზე რეაგირებდნენო, რაც ჩვენთვის უცნაურიაო, ანუ მთელი თამაში ხმაური ჩვენს ტრადიციებში არ ყოფილა არასდროს, ეს ეხლა წამოვიდა ჩვენთან. საბურთალოს მაგის ორგანიზება თვითონ უნდა გაეკეთებინა, მოეყვანა 161 სკოლის 50 ბავშვი და გადაფარავდნენ სომხებს, მაგრამ ვერ მოიფიქრეს..
zviads
16 აგვისტო 2019 20:21
2
Dzalian Bevri samushaoa chasatarebeli Rom gundi gunds daemsgavsos. Psikologia moshlilia,pizika katastrofulia, aranairi taktika da gaazrebuli tamashi gundis mxridan. ( Elementaruli uburtod modzraoba ar ician) mokled samushao bevria
Besa
16 აგვისტო 2019 20:08
0
ღმერთმა შეარგოს არარატს,თბილად დაგვხვდნენ.რას ვერჩით. უსუსურია ძაან საბურთალო.პრიმიტიულად თამაშობს.დაცვიდან უნდა ეთამაშა და ვერ მიხვდა მწვრთნელი
გია
16 აგვისტო 2019 20:01
0
მეტ წილად ვეთანხმები სტატიის ავტორს, არაფერ შუაშია ტოტალიზატორი, ამ ყველაფერს არაკვალიფიციურობა ქვია მოკლედ როგორ შეიძლება რომ მწვრთნელი ვერ ხედავდეს გუნდის დაცვა რომ აბსოლიტური დირკაა ათ წუთში გაშვებული სამი გოლი და საერთოდ უველა გაშვებული ბურთი სრულიად დაცვის არაკომპეტენტურობაა, მეორე ცუდი ფიზ მომზადება მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს გუნდი. მწვრთნელიც კი აღიარებს ამას. და მესამე ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი გუნდი. მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომები, სხვას რას უნდა ელოდო, და ბოლოს ყველა ცდილობს ევროტურნირებისათვის გაძლიერებას ესენიბკი თავიანთ გაზრდილებსაც ყიდიან მანამდე
Dato
16 აგვისტო 2019 19:09
8
მგონი ხაჩიკას დაწერილია
zviadi
16 აგვისტო 2019 19:04
8
რა შუაშია მამა შენი !!!
zviadi S
17 აგვისტო 2019 19:12
0
ეს სტატია ერთი ადგილის გამოწმენდას გავს, რამდენი გადაგიხადეს ამის დაწერაში ? შემთხვევითობასთან კი არ მაფიასთან გვაქვს საქმე, გუნდი თუ ესე სისტემატიურად აკეთებს ესეიგი ამ კლუბის მეპატრონეები დიდ ფულს შოულობენ მსგავსი გარიგებებით!!!!!!!!!!!!
vai vai
16 აგვისტო 2019 18:32
6
ასი ლაიკი თქვენ.
d.n.
16 აგვისტო 2019 22:13
2
Stadionze xshirad iaret da tamshis donec aicevs. Kvelam sakutari qalaqis klubi unda daafasos.
Goga
16 აგვისტო 2019 18:26
18
ხშირად კი არა, ასეთი თამაშის ნახვის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. ხშირად რომ ვნახულობდე კაი ხნის გახეთქილი მექნებოდა გული. მე რიგითი მოქალაქე ჩემი შემოსავლის ნაწილს ვიხდი ფეხბურთის განვითარებაში და ჩემი სტადიონზე მისვლით კი არა ამ სფეროში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტების მუშაობით უნდა ვითარდებოდეს ფეხბურთი, რომ შემდეგ მეც მივიდე სტადიონზე, ვისიამოვნო და ვიამაყო ჩემი გუნდის თამაშით. სამწუხაროდ, კვალიფიციურობას და განვითარებას ჯერ ვერ ვხედავ ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ანდორული გუნდების და გაბალას ძლევას, ბოდიში და, ვერ აღვიქვამ განვითარებად
მალხაზ დაბეგრილი
16 აგვისტო 2019 21:59
0
მართალი ბრძანდებით.
გიზოგ
16 აგვისტო 2019 18:54
6
თქვენის ნებართვით ერთ კომენტარს მეც გავაკეთებ:
საბურთალოს მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ეყო ვაჟკაცობა და წაგებული მატჩის გამო პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მე მას ადამიანურად ვუთანაგრძნობ, და ამაზე ბევრჯარ უარესებიც მომხდარა ფეხბურთში.
მე მაინტერესებს, თბილისელები იღებენ პასუხისმგებლობას სტადიონი სანახევროდაც კი არა, მეოთხედითაც რომ არ იყო შევსებული? მხოლოდ სხვისკენ თითის შვერით ვერასოდეს წინ ვერ წავალთ ვერცერთ დარგში.
irakli
16 აგვისტო 2019 18:22
24
კი მაგრამ ფეხბურთელებმა ამდენი გულშემატკივრის წნეხს ვერ გაუძლესო და უფრო მეტნი რო ვყოფილიყავით წნეხიც მეტი არ იქნებოდა? მე უფრო მიზეზი მგონია გულშემატკივრის სიმცირეს დააბრალო წარუმატებლობა.
პეტრე
17 აგვისტო 2019 02:00
0
ვერც მივდივართ.
გიზოგ
16 აგვისტო 2019 18:55
1
ყველა გამოხმაურება
სტატია ისე დაიწყე რომ მეთქი იტყვის ყველას სათქმელს მარა ბოლოს გააპრავე გაყიდვა საღოლ ...
ar dabloko
16 აგვისტო 2019 18:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული