ეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

AutoSharing Option
"საბურთალო"-"არარატ-არმენიას" მატჩის შემდეგ აქტუალური გახდა უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე წერდა.

15 აგვისტოს "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, რომ ის აპირებდა მიემართა უეფასთვის, ეს მატჩი საფუძვლიანად გამოძიებულიყო, რადგან აღარ ყოფილიყო ხალხში ის ეჭვი, რომ ეს შეხვედრა იყო გარიგებული.

ჩვენ დღეს დავუკავშირდით თბილისური კლუბის პრესსამსახურს და გვითხრეს, რომ ისინი უკვე ამზადებენ უეფასთვის მიმართვას.

ამავდროულად, ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, უეფას მხრიდან ამ მატჩის საეჭვო მდგომარეობასთან დაკავშირებით
არანაირი რეპორტი არ მისულა და მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ისინი გაავრცელებდნენ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, თბილისური მატჩი სომეხთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, ხოლო პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო.

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტენდერ ხაჩიკიანის კლუბმა სკ "შულავერმა" ახლა გინდ უეფას მიმართოს გინდ გაეროს.
Iberia
00:28 17-08-2019
3
ხეჩიკაშვილი რო იძახის თამაში არ გამიყიდიააო მართალია პრეზიდენტს რატო უნდა გაეყიდა მოგების შემთხვევაში უეფასგან ისედაც ბევრს მიიღებდა, თმაში ბატონო ტარიელა ბიძუა ფეხბურთელებმა გაყიდეს რომლებმაც ტოტალიზატორის მეშვეობით ლამის ერთი წლის და მეტი ფული გააკეთეს...
სვოი
20:35 16-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული