23 აგვისტოს, ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის “ნიკე” და ლანჩხუთის “ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევით წარიმართა და ლანჩხუთელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე “ლანჩხუთის” თავდამსხმელმა თამრიკო სალუქვაძემ გახსნა. რევაზ კუკულაძის გუნდმა სხვაობის ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმში მოახერხა, 65-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ნინო გუჯაბიძემ გაიტანა. “ნიკემ” ბოლომდე იბრძოლა, მატჩის მიწურულს სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 88-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა.
ფინალური
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ნიკე - ლანჩხუთი 1:2
გოლები: 0:1 სალუქვაძე (3) 0:2 გუჯაბიძე (65), 1:2 მწყერაშვილი (88)
გაძევება: 73’ ბაბაიანი (ნიკე)
მსაჯები: ალეკო აფციაური, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე
ნიკე: მიკლაშევიჩი, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ნარსია, დანელია, ეჯიბია (66' აკობიძე), ხანდაზიანი, მწყერაშვილი, ჯოჯუა, ბოლქვაძე (28' ბებია), ბაბაიანი
სათადარიგო შემადგენლობა: ქირაქი, ხუციშვილი, სირაძე
მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ალელიშვილი, ხაბურზანია (90+1' რომანჩუკი), სალუქვაძე (67' დიმოპულო), დანელია, გასვიანი, წოწერია (54' გუჯაბიძე), ჭყონია, კალანდაძე, თოდაძე
სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, თავდიშვილი, გოგეშვილი, მიქელაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე