საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ-რაუნდის პირველ მატჩში მასპინძელი პოლონეთი 3:2 დაამარცხა.
ქალაქ ზიელონა გორაში ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში თალესმა გახსნა და ჩვენი გუნდი დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმი პოლონეთმა 2:1 მოიგო.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, ფუმასამ და თალესმა (პენალტით) დალაშქრეს მეტოქის კარი და 3:2 გაიმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 25 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 27 ოქტომბერს ფინეთს შეხვდება.
ჯგუფიდან ელიტრაუნდში 2 გუნდი გადის.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთს 4:1 მოუგო.
პოლონეთი-საქართველო 2:3
პოლონეთი: ნავრატი, ზასტავნიკი, ლუტეცკი, პიეტრუჟკო, კრიცელი
სათადარიგო: კალუზა, კუბიკი, სპიშალსკი, ლისოვსკი, გლაძაკი, ლოპუჩი, სოლეცკი, ლესზაკი, მარეკი
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა
სათადარიგო: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი