27 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ზიელონა გორაში, ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მესამე და გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 2:5 დამარცხდა და ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა.
თავიდან მეტოქე დაწინაურდა. ცოტა ხანში არჩილ სებისკვერაძემ საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა ფინელებმა მაინც მოახერხეს პირველი ტაიმის მოგება - 2:1.
შესვენების შემდეგ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ მოწინააღმდეგემ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
არადა, ჩვენს გუნდს ჯგუფური ბარიერის გადასალახავად ფრეც აძლევდა ხელს.
შეგახსენებთ, აქამდე ჯგუფში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონეთი 3:2 დაამარცხა, ესპანეთთან კი
2:3 წააგო.