საქართველოს ქალთა ნაკრები დანიასთან 0:14 განადგურდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ქალთა ნაკრები ვიბორგში დანიასთან 0:14 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დანიამ 10:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი 4 გოლის გატანა "იკმარა".

რა თქმა უნდა, დანიასთან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ პირველ წრეში ამ გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა თბილისში 0:2 წააგო და მთლად ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო.

ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრაში მარცხი იწვნიეს (ბურთების შეფარდება 1:30) და 5 მარტს მალტას უმასპინძლებენ.

საქართველო: გაბუნია (სუხაშვილი 46), ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (ჩემინავა 46), ბაქრაძე,
ჭიჭინაძე (დანელია 46), მატვეევა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს დაკუნთულფეხებიანი დედაკაცებიც ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება?))))))) და თუ ფულის უაზრო გადაყრაა, მხატრული ტანვარჯიში, სინქრონული ცურვა და ესეთი სახეობები მაინც დავაფინანსოთ, ქალებს მაინც ჰგვანან და სიამოვნებით მაინც შეხედავ
llcl
07:53 13-11-2019
2
რა საჭიროა ყველაფრის ნაკრები გვყავდეს? საცოდაობაა ამათი ყურება. საერთოდ ნუ გამოვდივართ ტურნირებზე. ხომ ხედავთ თავი გვეჭრება.
ჰმ!
11:30 13-11-2019
0

სიახლეები პოპულარული