საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელგიაში, ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში ადგილობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ თამაშში ქართველმა ფეხბურთელებმა ბელგიას 4:1 მოუგეს და იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი, ნაკრების კაპიტნის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზე იყო.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და მზადების პროცესში პირველი შეხვედრები სწორედ ბელგიის გუნდთან გამართა.