This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
შპს სტადიონი - LTD Stadium-ის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განთავსდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს ბათუმის ახალ სტადიონზე მობიბინე მინდორი.
როგორც ვხედავთ, მინდორი დაგებულია, კონსტრუქციის მშენებლობა თითქმის დასრულებული, მიმდინარეობს სკამების დამონტაჟება და სხვა, სარემონტო სამუშაოები.
რამდენიმე დღის წინ ახალი საფეხბურთო არენა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.
სამშენებლო პროცესი დაგეგმილზე სწრაფად სრულდება და ახალი არენა მატჩების მისაღებად მზად თებერვალში იქნება.