მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ქართველი გიორგი მელქაძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ტამბოვის" მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა დაასახელეს.
მელქაძე, რომლის სატრანსფერო უფლებებიც მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის, იჯარის წესით გამოდის "ტამბოვში" და პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ტამბოვი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონის ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. გუნდში კიდევ ორი წარმოშობით ქართველი თამაშობს: მეკარე გიორგი შელია და მცველი გურამ თეთრაშვილი.