თბილისის "დინამოს" არავოლუნტარისტული მარცხი "ვოლუნტართან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გადახალისებულმა თბილისის "დინამომ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - რუმინეთის "ვოლუნტართან" 1:3 წააგო.

"ვოლუნტარი" რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, ახლახან ეს გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ დატოვა. პირველი ტაიმი საქართველოს ჩემპიონმა 1:2 წააგო, საბოლოოდ კი 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლი კობოურმა გაიტანა.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, კობოური, ჯანგიძე, ჩუკოვიჩი, იაშვილი, პაპავა, კუხიანიძე, კუცია, ბაბუნაძე, კამარა, მჭედლიძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: სანდოხაძე, ქიმაძე, აწყურელი, კალანდაძე, ქარდავა, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ბუღრიძე, ახვლედიანი, კაპანაძე

"დინამო" შეკრებაზე კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ საიტზე მხოლოდ ის იწერება რაც ადმინებს აწყობთ მეხუთედ ვწერ კომენტარს და არ აქვეყნებენ არადა არაფერი უზრდელობა არ დამიწერია ...უბრალოდ ვამბობ მეზიზღება ფიფია და ფიფიას დინამო
Jeyjey
20:04 18-01-2020
2
ჩხეტიანი არ არი დინამოს დონის მწვრთნელი და ამაში დღეს ხო დავრწმუნდი მე ვფიქრობ კიდევ დამატწმუნებს ეგ მართლაც და მაგარი კაცი ,მაგრამ როგორ მწვრთნელი ვერაფერი...
Jordan Beli
20:17 18-01-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული