ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრები ფინალში უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ბათუმში ჩატარებული ზამთრის თასის ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.

მეორე ტაიმში უკრაინელები უპირატესობას დაეუფლნენ. რამდენჯერმე მეკარე რევიშვილმა შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ორიოდ წუთით ადრე ციხმეისტრუკმა მაინც გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.

პირველ მატჩი ჩვენმა გუნდმა უეფას ნაკრებს 5:2 მოუგო (გოლები სირაძემ, რევაზიშვილმა, დემეტრაძემ და იაშვილმა (2) გაიტანეს). შემდეგ ფიფას გუნდს 5:3 სძლია (იაშვილი (2), მარცვალაძე (2), ამისულაშვილი), ნახევარფინალში კი თურქეთი ამისულაშვილისა და მარცვალაძის გოლებით 2:1 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი აღიარეს, მეკარედ - უკრაინელი ვიტალი რევა,
ხოლო 4 გოლით ბომბარდირი გეორგიოს კარაგუნისი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა სირობებში იხარჯება ფული .. :( ამ ფულით ერთი ბავშა ტურნირი მაინც დაფინასდებოდა ,ერთი ამხანაგური თამაში მაინ დაიგეგმებოდა ნაკრებისათვის, მარა როგორც სჩანს კობიაშვილის და მისი სასტავის ხუშტურები უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისათვის ..
ეეხ
00:02 20-01-2020
9
აუ დაწერეთ რა კახას და ლევანს რა ჭირთ, სერიოზული ხომ არ არის რამე? შემდეგ თამაშებში ხომ შეძლებენ გუნდის დახმარებას?

პ.ს ტრავმა რა ენაა?
გიორგი
20:04 19-01-2020
9

სიახლეები პოპულარული