თბილისის "საბურთალომ" წლის პირველ ამხანაგურ მატჩში გაიმარჯვა

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" 2020 წელს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

საბურთალოელები ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებულ დუშეთის "არაგვს" შეხვდნენ და ანგარიშით 2:0 სძლიეს.

გოლები "საბურთალოს" ჰოლანდიელმა ახალწვეულმა ჟეროენ ლუმუმ და გიორგი კოხრეიძემ გაიტანეს. ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა.

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაუძღვა გია ცეცაძე. ასევე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს დავით კუპატაძემ, ანრი ჭიჭინაძემ, ბექა ქავთარაძემ, ლევან მაჭარაშვილმა, ჟეროენ ლუმუმ, ჟულიუს ბლიკმა და ჟარდელ ნაზარემ.

"საბურთალო" დასკვნით შეკრებას ესპანეთში, 1-14 თებერვალს გამართავს.

პირველი ნახევარი: ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ბლიკი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ჟარდელი, ცნობილაძე,
გაბედავა, ქავთარაძე, კოხრეიძე

მეორე ნახევარი: დ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, ბლიკი (ხარაიშვილი), ლაკვეხელიანი, ცნობილაძე, მაჭარაშვილი, ქავთარაძე, ლუმუ, კოხრეიძე, კაროლინა

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიდეო რატო არ არის?
0
კაროლინა ვინ არის? დაანონსდა ამის ტრანსფერი თუ სინჯებზეა? როგორც გავიგე, მალით ქონიასპორია დაინტერესებული და მოლაპარაკებები დაწყებულია, ანუ შესაძლოა შენგელიას გუნდში ვიხილოთ :))
კორონა
11:42 31-01-2020
5

სიახლეები პოპულარული