ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ზაზა ჯანაშიას გუშინ, 10 თებერვალს, 44 წელი შეუსრულდა. ზაზას კარიერაში ბევრი გამორჩეული და მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი ასეთი 1999 წელს თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ლოკომოტივი"-"ლაციოს" დაპირისპირებაში გაიტანა.
10:37 11-02-2020
ზაზა ჯანაშიას ლეგენდარული გოლი "ლაციოს" კარში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამის ლეგენდობა არ გაიშვას, კარგით რა! ბევრი გოლი მაინც გაეტანა კარიერაში, ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, რომელიც გადაყვა ქეიფ/ღრეობებს და გასივდა ისე, რომ ვერ დარბოდა, რა ლეგენდარული, ცოტა მორიდება იქონიეთ!!! :))))))))))))))
18
20
ეხლა არის ვინმე მასზე უკეთესი ? უძლერესი ფეხბურთელი იყო ჯანაშია! ის რაც შენ დაწერე ეს ბევრი ფეხბურთელის უბედურებაა და არამარტო ფეხბურთელის. ქეიფზე და ღრეობაზე უფრო კაზინომ გაუფუჭა კარიერა. კაზინოდან ვერ გამოყავდათ იმდენად იყო დამოკიდებული. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ზაზა უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ეხლანდელ ეგრეთწოდებულ პერსპექტიულ ფეხბურთელებს დიდი "ატრივით" სჯობია
9
3
ერთ ჩვეულებრივ ქართველ ფეხბურთელს გააქვს 16 გოლი მარტო ევროთასებზზე დაისეთი გუნდებისთვის,როგორიცაა ლაციო, შტუტგარტი, მაკაბი, კოპენჰაგენი, კიევი, აეკი და ა.შ.ეს ბევრად აღემატება ერთი ჩვეულებრივი ქართველი ფეხბურთელის დონეს.ჯანაშია იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში.სამწუხაროა, რომ ვერ გამოიძყენა თავისი შესაძლებლობები,რასაც ქონდა თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები.
1
0
ჯანო მართლაც იყო უნიჭიერესი ფეხბურთელი რომელმაც შესაძლებლობების ნახევარი ვერ გამოვლინა თუმცა რაც გააკეთა ისიც დასამახსოვრებელი იყო გოლები როცა გაქონდა ეფექტური იყო ყველა სლოვენიაში ევროშესარჩევზე გატანილი გოლიც მაგარი იყო მსითვის ბურტის ართმევა ფანტასტიკის სფერო იყო ეხლა წარმოიდგინეთ სრული პასუხისმგებლობით რო ეკეთებინა საქმე ვინ იქნებოდა.პ.ს ხო არ დაგავიწყდეთ ული ჰიონესმა და რუმენიგემ ბაიერნში გადასვლაზე ვერ დაითანხმეს .
12
2
ძალიან ნიჭიერი იყო!
11
7
ჯანაშია, მერე აშვეთია და ასათიანი მართლაც რო კარგი ფეხბურთელები იყვნენ
9
2
კი შეასრულა,მარა.....ბოლოს მაინც ქართულად დაარტყა)))
8
2
ჯანაშია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში,ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორვარდი იყო.გოლის ძალიან მაგარი ალღო ჰქონდა,ვისაც ფეხბურთი ესმის დამეთანხმება.თუმცა ამასაც შეეყარა ე.წ."ქართული სენი",ღრეობას და დროსტარებას გადააყოლა კარიერა.
7
0
გოლის გატანის მომენტში,ტიტრს მიაქციეთ ყურადღება?წონა 74 კგ ეწერა.სიჩოვი კი წერს,რომ რესტორანში სხვები სტეიკებს რომ ჭამდნენ,ჯანაშიას და სხვა 100 კილოს გადაცილებულ ფეხბურთელებს,მხოლოდ მწვანილის სალათის ჭამის უფლება ჰქონდათო.არა მგონია მართლაც 100 კილო გამხდარიყო,მაგრამ ბოლო წლებში,აღარც ბევრი დააკლდებოდა.არადა რა ტალანტი იყო.ნამდვილი მკვლელი თავდამსხმელი.
4
0
ეს კაცი არასდროს ჩამითვლია ფეხბურთელად! საქართველოს ვინც არ გამოადგება გინდ ფეხბურთელი იყოს და გინდ ალპინისტი. როცა ფორმაში იყო არასდროს ჩამოდიოდა აქ და მუდამ რაღაცას იმიზეზებდა!!!
1
5
მართლაც უძლიერესი ფორვარდი იყო, მარტო ევროთასებზე აქვს 16 გოლი გატანილი, მათ შორის ჰეთ-თრიკები,რაც ერთ ჩვრულებრივ საშუალო დონის ქართველს არ შეუძლია, სამწუხაროა, რომ ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, ამას გააჩნია თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მიუხედავად ამისა მაინც შევიდა ქართველ უძლიერეს ფორვარდთა შორის.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული