თბილისის "ლოკომოტივმა" "მარიუპოლს" სიხარულიძის დუბლით სძლია

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი "მარიუპოლს" 2:1 მოუგო.

დებიუტში უკრაინული გუნდი დაწინაურდა, თუმცა "ლოკო" მალე დაეუფლა ინიციატივას და სიხარულიძემ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მან გოლები მე-14 და 27-ე წუთებზე გაიტანა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიში პირველი ტაიმისა დარჩა.

"ლოკომოტივი" (სასტარტო): შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე, დარციმელია, ინჯგია, სიხარულიძე

ცვლილებაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ჯინჯოლავა, მჭედლიშვილი

შეკრების პირველ შეხვედრაში ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი დანიის "ფრედერიციასთან"  0:1 დამარცხდა, 19 თებერვალს კი ლატვიის "ტუკუმს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული