განახლებული "ტორპედო" პირველ საკონტროლო მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლებული "ტორპედო", რომელსაც იტალიელი მფლობელი და ახალი მწვრთნელი, მიხეილ აშვეთია ჰყავს, პირველ სპარინგში ეროვნული ლიგა 2-ის მარტვილის "მერანთან" 1:2 დამარცხდა.

"ტორპედო" ხელახლა ჩამოყალიბდა, ბუნებრივია, შეუთამაშებელია და წაგება გასაკვირი არც არის. ქუთაისურ გუნდს ვაჟა ტაბატაძემ უკაპიტნა.

ფოთში ჩატარებულ სპარინგში "ტორპედოდან" გოლი ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ გაიტანა, რომელიც ბათუმის "დინამოდან" გადავიდა, ხოლო "მერანიდან" - ამირან როხვაძემ და თემურ შარაშენიძემ.

"ტორპედო" (სასტარტო): ბულისკერია, ტაბატაძე, კასრაძე, მირცხულავა, ნადარაია, აბულაძე, ძარია, ივანიშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი, ფანცულაია

"მერანი" (სასტარტო): ნონოსი, ბიბილაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, გეგია, ქიქავა, ფაცაცია, წილოსანი, წულაია,
წოწონავა, ჩხეტიანი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული