თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამო" "დნიპროსთან" 1:2 დამარცხდა.
გოლები: 0:1 ტეილორი (18), 0:2 ხობლენკო (57, პენ), თევდორაძე (90+2, პენ)
"დინამო" (სასტარტო): ალავიძე, ნავალოვსკი, გაგოშიძე, კობახიძე, გეგეჭკორი, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ვაგნერი, ჯიღაური, ჯოვინო, დვალიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ტეიდი, ჩალაძე, თევდორაძე, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, ჯინჭარაძე, ვინისიუსი
აქამდე "დინამომ" 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: კრაკოვის "ვისლასთან" (1:1), სერბეთის "რადნიჩკისთან" (3:1), პლოვდივის "ლოკომოტივთან" (2:0) და დონეცკის "ოლიმპიკთან" (0:1), 22 თებერვალს კი ესტონეთის "ლევადიას" შეხვდება.