"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" მოუგო და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა
სუპერთასს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
დინამო (თბ) - საბურთალო 1:0
გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 24 /
მე არ ვიცი გუნდი დედამიწაზე რომელიც კარგი შედეგების თუ ცუდი შედეგების მიუხედავად ყოველ წელს იწყებს ახალი მწვრთნელით და ახალი შემადგენლობით ყოველ წელს მთელი გუნდის გაშვება და ახლების მოყვანა ეს რა მიდგომა ვერ ვხდები ვერანაირად.
გიორგი
21:46 23-02-2020
0
მე ვარ დინამო თბილისის გულშემატკივარი და ძალიან გული მწყდება ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საამაყო გუნდის ასეთ მდგომარეობაზე ასევე დიდი პროტესტი მაქვს იმ პოლიტიკის რასაც ატარებს კლუბის მეპატრონე ამ მიდგომას ვერანაირად ვერ დავეთახმები ბოლო 6-7 წელია ყოველ სეზონში რომელი ნორმალური გუნდი იწყებს ახალი მწვრთნელით და ახალი შემადგენლობით და მოყავთ ისეთი ლეგიონერები რომლებიც ადგილობრივ ფეხბურთელებს არაფრით აღემატებიან და არსებითად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ მე პირადად დიდი სურვილი მაქვს რომ რომან ფიფიამ და დატოვოს დინამო ან აღარ იყოს კლუბის ერთპიროვნული მმართველი რადგან ასეთი პოლიტიკა გუნდს რეგრესისკენ მიაქანებს ისედაც რეგრესშია ქართული საკლუბო ფეხბურთი და ეს ადამიანი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს რომ ერთი კარგი კლუბი გყავდეს ქვეყანას ისტორიული კლუბი რომ მან გაგრძელოს ის ტრადიციები რაც გაგრძელეს იგივე კიევის დინამომ უკრაინაში ცვერნა ზვეზდამ სერბეთში დინამო ზაგრებმა ხორვატიაში და სხვა პატარა ქვეყნების ისტორიულმა კლუბებმა რომელებიც ნორმალურ დონეზე არიან ევროპაში.
გიორგი ნაკაშიძე
22:01 23-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული