"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" მოუგო და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა
სუპერთასს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
დინამო (თბ) - საბურთალო 1:0
გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ქეცბაიას ფანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გახსოვთ ქეცბაიას ძალიან მწვავე გამოსვლა წლების წინ რომელიღაც სასტუმროში იყო ქართულ ფეხბურთში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, საფეხბურთო სამყაროს და ვეტერანებს რომ მიმართავს "ქართულ ფეხბურთს სტადიონებს რომ ართმევდნენ სად იყავითო და ა.შ."? და ახლაც სად არიან დინამოს და ქართული ფეხბურთის პატივცემული, ღვაწლმოსილი და ავტორიტეტული ვეტერანები, რატომ არ იღებენ ხმას იმასთან დაკავშირებით რაც წლებია უკვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის თავს ხდება რატომ არიან ჩუმად, რა სულერთია? დინამო ასეთი უსახური და დაუძლურებული რომ არის წლებია უკვე?
!!!!!
11:58 24-02-2020
0
ეხ ფიფია ფიფია რომ გაბოლებენ დავიჯერო ვერ ხვდები?ის ხალხი ვინც ვიღაცა ახვლედიანი რომ მოიყვანა,ვინც ბუღრიძე მოიყვანა,ვინც ლოჩოშვილის დაბრუნება გირჩია,მოიყვანე ერთი უცხოელი სელექციონერი და ნახავ ყველაფერი როგორ დალაგდება,ამ ხლხს მესამე ლიგაშიც არ ათამაშებს არავინ,რა მიზნები უნდა ქონდეს დინამოს ამ ხალხით,
jiji
11:00 24-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული