ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

AutoSharing Option
სუპერთასის მოგების შემდეგ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ბუნებრივია, დიდ სიხარულს განვიცდი. ბევრ გუნდს ზურგს ჩვენზე ბევრად დიდი ტრადიციები, ინფრასტრუქტურა, გულშემატკივართა არმია და ბევრი სხვა უპირატესობა უმაგრებს… მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს.

"საბურთალოს" პროფესიონალიზმი, თავდადება და ერთსულოვნება გამოარჩევს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავარი გუნდური ფასეულობები და სისტემაა და არა პიროვნული მომენტები. ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს გუნდზე ცუდად იმოქმედებდა. საბედნიეროდ, "საბურთალოს" მისი დაძლევის უნარიც აღმოაჩნდა.

დღეს იყო ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება. შედგა ნამდვილად
საფეხბურთო ზეიმი. ასეთი გულშემატკივრობა იმის წინაპირობაა, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს. "საბურთალო" კი განვითარებას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, ახალი წარმატებები არც ისე შორსაა", - თქვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხნო რამ გაგაბოროტათ თუ ესეთი მცოდნეები ხართ ყველას გვაქვს შესაძლებლობა თავი გამოვიჩინოთ !!!! მოგება გინდა თუ წაგება ყველგან ნეგატიურ კომენტარებს ვკითხულობ ... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაყურებლის და გულშემატკივრის კომენტარებს , მერე იძახით არაფერი გვეშველება ჩვენო, რანაირად თუ გვერდში არ დავუდექით იმ კლუბებს ვისაც ვქომაგობთ?? კრიტიკაც არ არის ხოლმე ლანძღვაში გადადიხართ. ცოტა დაფიქრდით.
0
ეს ფეხბურტი არარიიიი!
კახა
17:28 25-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული