საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ვებგვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

Sportall.ge აღნიშნული განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაგეთვალათ!
emigranti
03:54 14-03-2020
0
ყოჩაღ ფედერაციას!
შოთა
23:14 13-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული