სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროტურნირებზე მონაწილე კრიტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხ კლუბთან ვიდეო კონფერენცია გამართა.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ კლუბებს უეფასთან არსებული კომუნიკაციიდან გამომდინარე მდგონარეობა გააცნო, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ლიცენზირების პირობები და ვადები არ შეცვლილა და კლუბებმა, რომლებმაც სპორტული შედეგით უეფას 2020/21 წლის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს სალიცენზიო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის მომავალ კვირაში უნდა წარმოადგინონ.

პირველ აპრილს საქართველო უეფა-ს მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ ვიდეო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე, რომელშიც 55-ვე წევრი ფედერაცია იქნება წარმოდგენილი, განხილული იქნება ევროპული ფეხბურთის სამომავლო გეგმები.

კვირის ბოლოს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა კლუბთან გეგმავს ვიდეო კონფერენციის გამართვას.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა აღნიშნული ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება 11 მარტს სამკვირიანი ვადით მიიღო. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო კი, აღნიშნული ვადა შესაბამისად გაგრძელდა. ჩემპიონატების განახლების თარიღი მოვლენების განვითარების შესაბამისად დადგინდება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ კაი მაგრამ ლოკომოტივი მწვრთნელებმა რომ დატოვეს ინფორმაცია არ გაქვთ? დეკემბრამდე ხელფასის 30% პროცენტი გექნებათო გამოუცხადებია ბატონ პრეზიდენტს.გაიგეს ევროპის გრანდები ხელფასებს ამცირებენო და იმას კი არ უყურებენ რომ იმათ მილიონები აქვთ ჩვენთან კი კაპიკები.მერე იტყვიან ეს დადებილებული ხალხი ფეხბურთი წინ რატომ არ მიდისო და კიდევ რამდენი პრობლემა ამ გაზულუქებული კლუბების მფლობელებისგან.
Dila
03:10 29-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული