csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა

AutoSharing Option
მადიარული csakfoci.hu-ს ცნობით, თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ შესაძლოა, თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ითამაშოს.

გამოცემის მტკიცებით, "მეზოკოვეშდის" სპორტულმა დირექტორმა ლასლო ტოტიმ წინა ინტერვიუში გაუმხილა, რომ "ჰაიდუკისგან" ბოსნიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველ დინო ბესიროვიჩის შეძენის შემდეგ, რომელმაც მათ გუნდში ჩემპიონატის 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, კიდევ ერთ უცხოელ ფეხბურთელთან მიაღწია ტრანსფერზე შეთანხმებას.

ტოტი მის ვინაობას არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ, საიტი იუწყება, რომ ეს "დინამოს" შემტევი შულაიაა, რომელსაც თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

csakfoci.hu
აღნიშნავს, რომ შულაია უნივერსალური ფეხბურთელია, შეუძლია დაცვისა და ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე თამაში და ზივზივაძის თანაგუნდელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაქ უნდა გაქაჩოს, მერე კიდე უკეთეს გუნდში გადასვლას ვუსურვებ
irakli
01:48 18-05-2020
3

სიახლეები პოპულარული