ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა და დღეს, 22 მაისს, თბილისის "დინამოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. სიტუაცია მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ განმარტა.

"ანანიძე თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულებას არ გააფორმებს. მისი სამსახურით რიგი კლუბები არიან დაინტერესებულნი. ჩვენ ჯერ კონტრაქტის გაფორმებისგან შორს ვართ. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება.

ჯანოს "ანორთოსისთან" კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ", - განუცხადა ლეფსაიამ championat-ს.

ანანიძე ფამაგუსტურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში გადავიდა, კონტრაქტი 31 მაისამდე გააფორმა, კვიპროსის
ჩემპიონატში კი 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altჯანო ანანიძე დღეს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება?

altანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

altgoal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა

altანანიძემ "სპარტაკსა" და სამოთხეს შორის არჩევანი გააკეთა

altქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 18 /
რანაირი ლაპარაკია ვერგავიგე ჯანო რუსეთშია გაზრდილი დედაც რუსი ყავას 17 წლიდან დღემდე კარიერა იმიტო ვერ გამოუვიდა რო ელემენტარული ფიზმომზადების მწვრთნელი არ ყავდა ნორმალური. ნახევარზე მეტი კარიერა ტრავმებშია ადამიანი და თქვენ დიდი ფეხბურთელი რატო არ დადგაო გიკვირთ. ადამიანმა რუსეთს საქართველო ამჯობინა ჯერ მარტო ამიტო უნდა დავაფასოთ ათიდან ცხრას რუსეთს ან უკრაინის ნაკრებს რო სთავაზობენ თანხმდებიან საქართველოს ღალატს. საქართველო საერთოდ ქვეყანადაც არ მიაჩნით. ჯერ არაა გვიანი 27 წლის ასაკშიც შეიძლება კარიერის თავიდან დაწყება. სულ დაგაფასებ ჯანო იმიტორო კაცი ხარ და ადამიანი. იმედია ერთ დღეს მიხვდებით რეებს აბრალებთ ამ კაცს
Van gaali
11:46 22-05-2020
6
დაანაბეთ თავი. არ უნდა მაგ კაცს ფეხბურთის თამაში. მსოფლიო პერსპექტიული ფეხბურთელობიდან 27 წლის ასაკში თბილისის და ბათუმის დინამოს შორის, რომ დაგიდგება არჩევანის საკითხი, ა მაშინ უნდა წახვიდე ფეხბურთიდან
მეზარბაზნე
07:59 22-05-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული