ფოტო: ajaratv.ge
ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "რადიოვიზიასთან" ისაუბრა.
იტალიური ფეხბურთის ლეგენდის სახელობის აკადემია ახალგაზრდა მოთამაშეს 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.
ajaratv-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.
გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.
ამჟამად ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს.
მომზადებულია ajaratv.ge-ს მიხედვით