სფფ-ის წარმომადგენლებმა ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულეს

AutoSharing Option
30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, ხაშურის სტადიონის მშენებლობა მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხაშურში მშენებარე სტადიონის შესახებ კომენტარის სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

Sportall.Ge

"დღეს ვიმყოფებით
ხაშურში, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობა მოვინახულეთ. აღნიშნული პროექტი არამხოლოდ ხაშურისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ პანდემიის გამო არსებული ვითარების მიუხედავად მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დასრულდება.

ხაშური საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, თუმცა ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ადგილობრივები და განსაკუთრებით ბავშვები ფეხბურთში ჩართავს ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ხაშურში პირადად მაქვს ნათამაშები და კარგად მახსოვს თუ რამხელა ინტერესი იყო ფეხბურთის მიმართ. სამწუხაროდ, იმ მიზეზების გამო, რომელიც მე უკვე ვახსენე ბოლო წლებში ეს ასე აღარ იყო. მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ქალაქის მერს და რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც შენდება აღნიშნული სტადიონი.

პროექტი ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის იმისთვის, რომ ხაშურში და მთლიანად რეგიონში ფეხბურთის უფრო დიდი პოპულარიზაცია მოხდეს. ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირდად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს."

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ელა ხარჯს იღებ, გააკეთე 5000 კაციანი, ეს 2 ათასი რაღაა?..
Irakli Apkhaidze
21:43 30-05-2020
1
კარგია რომ კეთდება, მაგრამ სტადიონი ხმამაღალი ნათქვამია. ესაა საფეხბურთო მოედანი
გენა
23:21 30-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული