რომან ფიფიამ 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართი შეუძინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

" დღეს 13 ივნისია. ხუთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის.

დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით
გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი ფართი".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ადგილი დააყენე ჯობია მანდ დინამოს მიხედო
gela
11 აგვისტო 2020 11:02
0
ამის გაპიარება არ გაიშვა. "დინამოს" მიხედე ნორმალურად და იმას დაგიფასებთ, შენ რომ უვარგისი მეპატრონე ხარ კლუბის ბინების დარიგებით ამას ვერ შეცვლი. არაფერს კარგს არ ველი შენგან და იმას ვნატრობ ვინმე ნორმალური ინვეტორი გამოჩნდეს და გუნდი გაყიდო. შემაზიზღე დინამოს ფეხბურთი.
emigranti
14 ივნისი 2020 02:02
15
ძალიან დასაფასებელია ეს ქმედება და პრინციპში ადრეც დაიწერა ამაზე, არაა სიახლე. ძალიან დასაფასებელია და კარგია. აქ პრობლემა სხვა რამეშია, კომენტარებს კითხულობ და გაბოროტებულია ძალიან ხალხი. ერთს ტყუილი ჰგონია და მეორე იმუქრება. მაგარი ხალხი ხართ:) ნეტავ რომელი აკეთებთ იმის მეათასედს ფეხბურთისთვის, დარწმუნებული ვარ სტადიონზეც რამდენჯერმე ხართ ნამყოფი. წარმატება ამ ადამიანს და დინამოს. მე მჯერა!!
გურამი
14 ივნისი 2020 01:11
3
ფიფიას არავის კეთილდღეობა არ აღელვებს შეიძლება ამ შემთხვევაში რამოდენიმე ადამიანმა ნამდვილად შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ მაგრამ რატომ აკეთებს ამას ფიფია? თავის იმიჯზე ფიქრობს თავისი დაკარგული ფულების ამოღებაზე რამდენი ფეხბურთელი წავიდა დინამოდან გულდაწყვეტილი და რამდენი არ დაფასდა ამას გარდა რამდენი იზარალა თვითონ კლუბმა გაღორებული ფიფიას გამო :) არავის აღარ სჯერა ბატონი ფიფიასი და ეხლა როცა დინამო უბნის გუნდს ემსგავსება (რათქმაუნდა არვგულისხმობ მოთამაშეებს) იწყებს რაღაც დადებითის იმიტირება თორე სახელიც აღარ დარჩა ფიფიასგან
simartle
14 ივნისი 2020 00:30
10
წარმომიდგენია თქვენ თავად რამხელა საქმეებს აკეთებთ, თავს უფლებას რომ აძლევთ ასე კომპეტენტურად ილაპარაკოთ. მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ იმ უზარმაზარი სახელმწიფოებრივი და ზოგადსაკაცობრიო საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ!
ნუთუ
14 ივნისი 2020 02:05
0
ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ბევრი ამ კაცზე შეძლებული ბევრად ნაკლები გაიმეტა ან და საერთოდ არაფერი გაუცია დაუფასოთ ეს სიკეთე და საერთოდ მიუხედავად იმისა რომ დინამოს შედეგები არასახარბიელოა ეს კაცი მაინც აკეთებს რაღაცას თუნდაც ინფრასტრუქტურას ბავშთა აკადემიას რავი ცოტა არ გაუკეთებია თან თავისი ფულით და ამდენი წელია კაცი არის ფეხბურთში არ ტოვებს როცა ბევრი ბიზნესმენი გაიქცეოდა და არაერთი ფაქტი გვაქვს რომ მიუტოვებიათ! ასე რომ წარმატებები ბატონ რომანს დინამოს და ყველა კარგი საქმის გამკეთებელ ადამიანს ფეხბურთშიც და სხვა რამეშიც!
п
13 ივნისი 2020 23:04
2
ხო ეგ ძაან კაი ქენი , თუ უყუდე გაჭირვებულს სახლი! , მეც ვუყიდიდი რომ მქონდეს ფული !!! // შენ ის გვითხარი დინამო ლიგაზე როდის გავა? თუ ისევ ისე უნდა ჩაგვაჩოხანოს გაბალებმა და ვიღაც ოჩოპინტრე გუნდებმა??? სხვათაშორის შენი კომენტარები შენახული მაქ და უნდა აგაფარო სახეზე , სასექტემბროდ!!! იმედია არ მომიწევს ამის გაკეთება!!! / არანაირი პირადული სუძულვივილი ამ კაცის მიმართ , უბრალოდ ვბრაზდები რო არ აკეთებს ძლიერ , ლიგაზე გამსვლელ გუნდს!!! ( ბატე თუ გევიდა , დინამო რეიზა ვერ უნდა გევიდეს? რაფერ ვერ უნდა გეიაროს მაი საკვალიფიკაციო, თუ რაცხააა მაი...
Vasili
13 ივნისი 2020 22:40
15
როგორც მახსოვს ძ ალიან დიდი ფული შეგროვდა მაშინ და უყიდეს ბინები დაზარალებულებს და რა ეს 5 ოჯახი საიდან.ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ჩვენზე მზრუნველი მთავრობა რომელიც მუდამ ჩვენზე ფიქრობს ვინმეს დატოვებდა უყურადღებოდ.ეს წინა ვერაგი სისხლიანი მთავრობის სტილი იყო და ეს 5 ოჯახიც პროვოკაცია მგონია ნაცების მიერ მოწყობილი
giorgi75
13 ივნისი 2020 22:04
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული