მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.
მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს
ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მცხეთაში აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ჩანთა არაგვის ნაპირზე იპოვეს.
ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

წყარო: ambebi.ge