ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1960 წლის 10 ივლისს, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის გუნდი დაამარცხა (2:1) და აღნიშნული ჯილდო პირველად და უკანასკნელად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის მაშინდელ ნაკრებში სამი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა - სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და  მიხეილ მესხი, ფინალში კი ორმა მათგანმა გამოიჩინა თავი.

სლავა მეტრეველმა მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მიხეილ მესხმა 113-ე წუთზე მეკარის ბაქანთან მდგომ ვიქტორ პონედელნიკს თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელმაც გამარჯების გოლი გაიტანა.

მას შემდეგ სსრკ-ის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ
ითამაშა და სამივეჯერ დამარცხდა. ქართველებმა კი აღნიშნული 3 ფინალიდან მხოლოდ ერთში მიიღეს მონაწილეობა - 1972 წელს, დასავლეთ გერმანიასთან წაგებულ ფინალში (0:3) მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თან ხურცილავა გუნდის კაპიტანი იყო.



მკითხველის კომენტარები / 21 /
დიადი ქვეყნის დიდი გუნდი და ფეხბურთელები. ქართველებს ფეხბურთში სატრაბახო თუკი რამე გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი საბჭოთა დროს უკავშირდება.ვისაც ის ქვეყანა და ის დროა არ მოგწონთ, უყურეთ საქართველოს დღევანდელ ჩემპიონატს და გუნდებს და დატკბით.
ირაკლი
19:11 10-07-2020
20
მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო მეტრეველი ნებისმიერ დიდ გუნდში ითამაშებდა.ეჰ იყო დროდა მომენტი მაგ ევროპაზე საუკეთესო იყო.
zaza
14:24 10-07-2020
0

სიახლეები პოპულარული