საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ, რომელიც 2004 წლიდან "გაზპრომ-იურგას" რიგებში გამოდის და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად 40 წლის ასაკშიც ითვლება, ქართულ საიტ 90wuti.ge-სთან კომენტარი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე გააკეთა.
"დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს თორნიკეს. სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. მე აქ ვთამაშობ დიდი ხანია, მაგრამ როგორც მე მიყვარს საქართველო, იმის ნახევრადაც რომ უყვარდეს იმ ხალხს, ვინც ბევრს წერს პატრიოტიზმზე, ამ დღეში არ ვიქნებოდით", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.
თორნიკე შენგლიას მოსკოვურ კლუბში ტრანსფერი გუშინ, 9 ივლისს დადასტურდა. ქართველი
ფორვარდი "არმიელთა" რიგებში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
ავტორი გიორგი ღავთაძე