მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ის ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.

"მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა, აქაც ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ვუსამძიმრებ შაქრაშვილის სიკვდილს არა მთელ საქართველოს, მხოლოდ ოჯახს.

ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც
ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

წყარო: IPN.GE


მკითხველის კომენტარები / 17 /
რა სამწუხაროა, რომ ადამიანი რომელიც საპატრიარქოს სახეს წარმოადგენს, ჩემში სრულებით არ იწვევს რწმენას.
Mateus
13:47 12-07-2020
11
თან პროკურატურას და ხელისუფლებას აფარებს ხელს და თან პოლიტიკოსებს მიმართავს არ ჩაერიოთო,ვაახ საით მიექანები საცოდავო საქართველო.
ბრავო
12:54 12-07-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული