"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ.-ს მამა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა სცე­მეს, რად­გან "ჩხუბ­ში მათ არ ეხ­მა­რე­ბო­და".

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მომ­ხდარ­თან მის შვილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს ბიჭს არ უცე­მია. ლო­გი­კუ­რად ვისი ნა­ცე­მია? ბო­ლოს ნა­ხეთ სამი მან­ქა­ნით, ვინც ჩა­მო­ვი­და... ანუ სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბის სა­ცემ­ნე­ლად. გა­ი­გეს, რომ ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­მა სცე­მეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი. ჩა­მო­ვიდ­ნენ შუ­რის სა­ძი­ებ­ლად. გა­ი­გეს, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩხუბ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არ ეხ­მა­რე­ბო­და მათ. მერე
სა­ერ­თოდ გა­იქ­ცა და შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით სცე­მეს.

ქურ­დულ მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ასე ხდე­ბა რა, ნა­ხა­ლოვ­კე­ლი ბიჭი ვარ და ვიცი. ორი ძმა­კა­ცი რომ ჩხუ­ბობს და ერთი ძმა­კა­ცი ჩხუ­ბი­დან გა­იქ­ცე­ვა, ის მე­ო­რე სცემს იმას, ეტყვის, რა­ტომ გა­მე­ქე­ციო.

ვგუ­ლის­ხმობ ქე­ი­ფის დროს, აგა­რაკ­ზე რაც მოხ­და. ჩი­ქო­ვანს რომ თავი გა­უ­ტე­ხეს, ცხო­ნე­ბუ­ლი არ ეხ­მა­რე­ბო­და ძმა­კა­ცებს, აშ­ვე­ლებ­და და შე­იძ­ლე­ბა ამის გუ­ლის­თვის ცე­მეს, რომ არ გვეხ­მა­რე­ბო­დიო" - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ამას­თან, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ექ­ვსი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. ცნო­ბის­თვის, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამის გაზრდილი შვილია უდანაშაულო?
ჯეკო
09:06 01-08-2020
0
საზიზღრობა............. მაშ ქურდული მენტალიტეტი არა? და ისე ცემეს, რომ მოკლეს? მეგობრებმა ცემეს ისე, რომ მოკლეს? მაშ ეს არის ქურდული მენტალიტეტი?
sandro
10:02 01-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული