გია გეგუჩაძემ ევროპა ლიგის წილისყრა შეაფასა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე ებრაული "აპოელ ბეერ შევა" იქნება. მატჩი 27 აგვისტოს გაიმართება და ზღვისპირელებს თამაში სტუმრად, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ მოუწევთ.

Sportall.ge "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა:

"მეტოქე რომ ძლიერია, ამას, რა თქმა უნდა, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მეტი ინფორმაცია რომ მექნება, უფრო საფუძვლიანად საუბარსაც შევძლებ.

კარგი იყო, სახლში გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, გასვლაზე მოგვიწევს მატჩის ჩატარება. შანსები, ჩემი აზრით, თანაბარია... ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა...

რაც შეეხება იმას, რომ
დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება, აუცილებელი იქნება, რომ მობილიზება იმ ერთ შეხვედრაზე გავაკეთოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის მატჩი საუკეთესოდ ჩავატაროთ", - გვითხრა გეგუჩაძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბათუმის დინამო ერთად ერთი ქართული კლუბია რომელიც სწორად მიზანმიმართულად წლების განმავლობაში ვითარდება და ასე თუ გაგრძელდა აუცილებლად იქნება წარმატებები ევროსარბიელზდ
გიო
11 აგვისტო 2020 20:00
3
და ასე თუ განაგრძო ბათუმის დინამომ განვითარება და თუ მართლა განვითარდა სფფ ან ვიღაც სხვა დაშლის მას,ასეთი ქვეყანა გვაქ და...
ბაჩი
21 აგვისტო 2020 20:54
0
ნამდვილად სწორი შეფასება, თანაბარი შანსები აქვთ ! ერთი თამაშში ყველას შეუძლია მაქსიმალურად მობილიზებული გავიდეს მინდორზე.// და კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო, ქართველ კომენტატორებზე , რას დაგიჩემებიათ, ეს არ გაგვიმართლა კენჭისყრაში!! ურთულესი მეტოქეეები გვერგო და ეს პანიკიორობა? საერთოდ უყურებთ თქვენ ფეხბურთს? ,,რა ბეეელ შევაა’’ ? ევროპაზე მაშინ არაფერი გესაქმება ( და მითუმეტეს ლიგაზე) თუ კი ესეთი ფარჩაკი გუნდები გრანდებად გეჩვენება! არსენალს და პორტოს ან ატლეტიკოს რო შეხვდები იქ , ალბათ მაშინ რა სიტყვებით შეადარებ წარმომიდგენია... / ნუ აბუქებთ და ნუ პროფესორობთ ზედმეტად, ყველა ვერკვევით თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არა, / ფინანსური მდგონარეობით კი ბატონო , 4000-5000 დოლარით მეტი ქონდეთ შეიძლება ხელფასი, მაგრამ ნამდვილად არ ნიშნავს და არ განსაზღვრავს ეგ თანხა ყველაფერს, ... ბეეელ შევასი რო გეშინია და უფრთხი, წადი მაშინ ბიძია და გათოხნე გირჩევნია, ჩვენ რაღას გვერჩი!
Vasili
11 აგვისტო 2020 17:21
1
სწორი შეფასებაა თუ მაღალი მიზნებისთვის ვისწრაფვით კენჭისყრაში არ გაგვიმართლა ეგეთი ტიპის საუბარი არ მიმაჩნია სწორად, მჯერა გეგუჩაძის იმისიც მჯერა რო ჩვენი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ სულს და გულს დადებენ და ამდაგვარი მოტივაციით გავლენ სათამაშოდ. ზოგადად აღსანიშნავია ბათუმში დინამოს მიმართ დამოკიდებულება, დიდი მადლობა არჩილ ბერიძეს რომელიც პირველ რიგში ბათუმის რიგითი გულშემატკივარია და მერე პრეზიდენტი სანთლით საძებარია ნამდვილად ესეთი ხალხი.. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა მჯერა რო მაინც გავიმარჯვებთ
Batumi90
11 აგვისტო 2020 15:56
1
სწორი შეფასებაა თუ მაღალი მიზნებისთვის ვისწრაფვით კენჭისყრაში არ გაგვიმართლა ეგეთი ტიპის საუბარი არ მიმაჩნია სწორად, მჯერა გეგუჩაძის იმისიც მჯერა რო ჩვენი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ სულს და გულს დადებენ და ამდაგვარი მოტივაციით გავლენ სათამაშოდ. ზოგადად აღსანიშნავია ბათუმში დინამოს მიმართ დამოკიდებულება, დიდი მადლობა არჩილ ბერიძეს რომელიც პირველ რიგში ბათუმის რიგითი გულშემატკივარია და მერე პრეზიდენტი სანთლით საძებარია ნამდვილად ესეთი ხალხი.. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა მჯერა რო მაინც გავიმარჯვებთ
Batumi90
11 აგვისტო 2020 15:56
0
ამ მწვრთნელის და ბათუმის უფრო მჯერა რომ რაღაცას იზამენ. წარმატებები
გუჯი
11 აგვისტო 2020 15:12
0
თქვენ თუ მართლა ჯგუფში შესვლაზე ფიქრობთ ეს ბარიერი უნდა გადალახოთ. მეტოქე საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგი გამოცდაა. რას წარმოადგენთ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება და არა სამტრედიასთან და თბილისის მერანთან შეხვედრებში. წარმატებები ბატონო გია. თქვენი გამოცდილების მჯერა და მაღალი პროფესიონალიზმის
Haaland
11 აგვისტო 2020 14:13
0

სიახლეები პოპულარული