კახა ჩხეტიანი "ტირანასთან" დაპირისპირებაზე: შანსებზე საუბარი არ მიყვარს...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" შეხვდება.

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ მატჩი თბილისში გაიმართება, თუმცა ცარიელი ტრიბუნების თვალწინ.

Sportall.ge თბილისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა:

"ჩვენი მეტოქე ალბანეთში საკმაოდ ტიტულოვანი გუნდია. ინფორმაცია უკვე მოვიძიეთ და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი გახლავთ.

ჩემპიონატი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 4 ქულით გაასწრეს. ჰყავთ 7 ლეგიონერი... ჩვენი უპირატესობა
ის არის, რომ სახლში ვთამაშობთ.

შანსებზე საუბარი მე არ მიყვარს... ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავიღებთ, ღმერთიც მოგვეხმარება და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.

ჯერ 12 აგვისტოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "თელავთან" და მთლიანად ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. შემდეგ კი ევროპა ლიგაზე ჩვენი მეტოქის პლუსებსა და მინუსებს ფეხბურთელებთან ერთად უფრო კარგად გავივლით", - გვითხრა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვიცი ეს დინამო რას მოუხერხებს, მაგრამ ამაზე გაცილებით ძლიერმა დინამომ 3-1 გამარჯვების შემდეგ სულ ძალით წააგო ტირანასთან ევროტურნირებზე. იმედია, იმ მართლაც ამაზრზენი მარცხისათვის რევანშს ავიღებთ
: )))))))
14:29 11-08-2020
0
ვერ არის კარგად საქმე. მაყურებელი რომ იყოს, მოვიგებდით, მაგრამ ეხლა არ ვიცი. მახსოვს ჩხეტიანი ქუთაისში გაწონასწორებულ ფეხბურთს ათამაშებდა, შეტევაც იყო და დაცვაც. ალბათ ასეთი თამაში იქნება. უბრალოდ ჩვენების ფსიქოლოგიური მომზადება არ ვიცი, ქართველები ხშირად აგებენ ფსიქოლოგიურად მოუმზადებლობის გამო. მაგ. არარატ არმენია. ან ტორპედოს განადგურებით წაგება სლოვაკურ გუნდთან. კარგად დაიწყეს, სიაფანდი გოლი გაუშვეს და აიჭრნენ.
ჰაჰა
15:27 11-08-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული