პირველი ტაიმის შემდეგ "დინამო" "ტირანასთან" მარცხდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს კარგად. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი
შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
კვასხვაძეს უთქვამს რადიკულიტი მქონდა და იმიტომ ვერ ვიხრებოდი წესიერადო! ვინც ამას დინამოს კარში ჩადგომის უფლება მისცა იმის .........
data
10:28 20-08-2020
0
რა თქმა უნდა დინამო ბრენდია მაგრამ იბერია თბილისი რომ ერქვას და ლოგოც 2008წელს როქონდათ ისეYი ქონდეს თან ბორჯომი რო ეწერა მაისურზე და ვიზუალურადაც ლამაზი იყო უფრო ქართული იქნებოდა თან ძველ დინამოს სახელსაც არ შეარცხვენდა )))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული