აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე სამი ქართველი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ვიხილეთ, ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ.

ინანეიშვილმა უზბეკი რაჯაბოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შიდოების ხარჯზე სძლია. სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში ჰიოგა ოტასთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი საბას იერასილ ყაზიბაევმა აჯობა.

სომხიშვილმა ავსტრიელ მარია ჰეოლვარტს სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდელ მარიტ კამპთან დამარცხდა. სოფიომ რეპეშაჟში ნიდერლანდელ კარენ სტივენსონს იპონით მოუგო, სოფიო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატ ჰელენა ვუკევიჩთან დამარცხდა.

დღეს მოასპარეზე მესამე ქართველი ძიუდოისტი სოსო ებილაშვილი (90 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ-სლემზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს, შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სლავა მინდელი
ძიუდოში მომავალ თაობას ვერ ვხედავ..
მაიცა რა
ილეთის მცდელობაც კია არ ჰქონია არცერთს..რაზეა საუბარი საერთიდ..სელფების გადასაღებად დადიან მარტო..ვებ გვერდებს კი ილამაზებენ მშვენიერი ფოტოებით!!! მთავარ მწვრთნელთან რატო არ აქვთ შეკითხვები ძალიან მიკვირს,მგონი დროა რაღაც შეიცვალოს..გამოსვლა იყო ნოლიიიიიიი...
გიორგი-50
სერიოზულ კრიზისში ვართ... და ერთ-ერთი მთავარის მიზეზი ისაა, რომ ქართული ჭიდაობაა კრიზისში... და კიდევ ის, რომ ამას არ ვაღიარებთ..
გიგო ბოტკოველი
ოლიმპიადაზე ბევრი ხარვეზი იყო, დაგვაკლდა მინიმუმ ერთი ჩემპიონი და პრიზიორი. მწვრთნელთა კოლექტივმა არ დაუგეგმა თუშიშვილს რინერთან როგორ უნდა ეჭიდავა. გამოშტერებულებო, რინერმა ბოლო სამი შეხვედრა წგოლდენ სქორში წააგო და ასე უნდა ეჭიდავა თუშიშვილს და არა ისე პირველივე წუთებზე რომ მიასკდა, ანუ რომ იღლება შეცდომებს უშვებს. თუშიშვილი (და ნებისმიერი სხვა მოჭიდავე) საწყის 4 წუთში რინერის მომგები არ არის. ეს რომ არ იცი მწვრთნელი კი არა ბოთე ხარ. მსოფლიოზე მედლებს, რომ ოლიმპიადის მედლები შეეწირა, ესეც მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, 6-7 თვეა ოლიმპიელები რომ ისვენებენ ეს სადაური წესია? მადლობა გუჯეჯიანს რაც გააკეთა, მაგრამ ძიუდოს განვითარება უფრო პროგრესულ მწვრთნელს მოითხოვს.
ტუალეტის ჩოთქი
დამარბიე დამარბიე მოჭიდავეეეეე ...

არცერთისგან არცერთი მცდელობა ! არცერთი ილეთთან ოდნავ მაინც მიახლოებული მხდელობა ! საბა უკვე მერამდენედ უმედლოდ და საეროდ, გურამის გარდა მძიმეში არც აღავინ ჩანს. სხვა წონებშიც, 90-ის გარდა, პრაქტიკულად რეალურად (!) პერპექტიული დ მეორე ნომერი არ გვყავს ... სამწუხაროდ აქამდე მოვედით: არცერთი მედალი ! ------------- პ.ს. კარგა ხანია ახალ თაობაში მომავალი "ჩემპიონები" არ ჩანან და ბოლო დროს ე.წ.პესპექტიულებიც რატომღაც ვეღარ იზდებიან ... მეორე-მესამე ნომრებით, აზერბაიჯანი აშკარად (!) და შუა აზიის ქვეყნებიც გვჯობნიან ... ჰოდა, იქნებ რაღაც გასაახლებელია ?
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"გარკვეული ნაკლოვანებები აქვს" - საფრანგეთში საფონოვი გააკრიტიკეს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
"მან აფრიკელებს ოცნების საშუალება მისცა" - ეტო'ომ ინფანტინო დაიცვა
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში