კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ჯობია დინამო სამოყვარულო გუნდად გადაკეთდეს. ფიფიამ კი პოლიტიკური პარტია შექმნას და დაარქვას ''ცრუდაპირებები''. ჩხეტია კი მონასტერში წავიდეს. ვაი თქვენ და უი თქვენ>
პრაგმატიზმი
20 აგვისტო 2020 07:02
0
შენ ისეთივე მწვრთნელი ხარ ხარ როგორიც მე ვარ კოსმონავტი, ხოლო ფიფია კი კლასიკური ვაჭარი და სპეკულიანტი. გაიგეტ დინამო ბრენდია და თქვენ ის არარაობად აქციეთ. საერთოდ მორალური უფლებაც არ გაქვთ დარჩეთ გუნდში. ბოდიში მოიხადეთ საქმით წადით. ფიფიაც თუ ვერ ანვითარებ გუნდს გაყიდე და წადი. ამას რაც ჩვენ ვითმენთ არცერთი გულშემატკივარი არ მოითმენს. თანაც ასეთი დილეტანტი დიქტორები და ჟურნალისტები საიდან მოხვედით ძველ დიდებას რომ ხართ ჩაციკლული და ოქროს თაონად მოიხსენიებთ 90 იანების დინამოს. იქნებ გვითხრათ რატომ? ილუზიით ცხოვრობთ და მირაჟს ხედავთ ესაა ჩვენი უნედურება. თქვით სიმართლე და ვაზელინი დაივიწყეთ.
ქომაგი
20 აგვისტო 2020 06:58
0
Petere kapelo.
Grisha
20 აგვისტო 2020 06:37
0
დინამოს თამაშის ხარისხი საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც კი არადამაკმაყოფილებელი და დაბალი დონის იყოო და მწვრთნელს და ხელმძღვანელობას უნდა მიეღო ზომები ამის გამოსასწორებლად და მოეყვანათ ფეხბურთელები ამ რესურსით არანაირი შანსი არ ქონდა დინამოს ლიგაზე თუმცა მე პირადად ტირანას დონის კლუბთან ასეთ საშინელ უაზრო და ცუდ თამაშს არანაირად არ ველოდი ეს უკვე ფსკერია
გიო
20 აგვისტო 2020 03:06
0
იდეაში გუნდს აქვს ყველანაირი პირობები იმისთვის რომ ანგარიშგასაწევი ძალა იყოს და კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს ისტორია,აკადემია,ბაზა, სტადიონი მდიდარი მეპატრონე მაგრამ აგერ ამდენი წელია ეს ვერ ხერხდება ჩემი აზრით მიზეზია მართველობაში არ არსებობს გეგმა არ არსებობს ძირითადი ბირთვი შემადგენლობაში და ყოველ სეზონს გუნდი კარგი თუ ცუდი შედეგის მიუხედავად უწყებს ახალი მწვრთნელით და ახალი შემადგენლობით ასეთი პოლიტიკით გუნდები არ შენდება
გიო
20 აგვისტო 2020 02:52
0
სანამ ფიფია გუნდში იქნება ვიბუქსავებთ ესე ერთ ადგილზეე ოხ დინამო ბათუმოო თუ არ გაააკეთო შახტარივით გუნდიი და აღარ აღირსოო თბილისს ჩემპიონიბაააა რო ესე აღარ შეგვარცხვინონ!!!
ფეღბურთი
20 აგვისტო 2020 02:44
1
სანამ გუნდში ფიფია იქნება დინამო ესე იბუქსავებს ერთ ადგილზე ფიფიას ფულებზე ეკეტება კალიოჩე... ჟურნალისტებოო თქვენუნდააა იაქტიუროთ ყოველ წელს რო ერთი დაიგივე ტრიალებსს ან თქვენ მაინც არდაიღალეთ თქვე დალოცვილებოოო ერთ დონე ზე ვდგავართ 2000 წლიდანნ მოყოლებული..არანაირიი ჟილკა არანაირიი პერსპექტივა მეკარე და მცველები ვინც კაი ყავდათ და გახადეს ჩემპიონი გაუშვეს და ვინები მოიყვანესს ფუფფფფ იმენა მეცხვენიააა ესეთი თბილისის დინამოსიი უკრაინელთან ერთად ვუყურე და ტიპმა ესეთი გუნდიი ჩვენ მესამე ლიგის ბოლო ადგილოსანიი არიქნებაოო მუგამზე ვათამაშებდი ერთმანეთსოოო ზალიანნ დაბალიი დონე ვართ გვარცხვენს მუდამ ფიფიაა.. წადიიი ფიფიააა წადიიიიიი.....
F.a.k.k fifiaa
20 აგვისტო 2020 02:32
1
გუნდი ცოცხალი ორგანიზმია დავაი შეუბერეტ ტრაფარეტული ფრაზები, რა ინტელეკტის პრეზიდენტია ცეხავიკობით გამდიდრებული ისეთივე მენეჯერები ყავს, ისეთივე მწვრთნელები და ისეთივე ფეხბურთელები, აკადემიაო გეგონება ზიზილ პიპილო როცა არ იყო და თვალს არ ჭრიდა დინამოში არ იზრდებოდნენ დიდი ფეხბურთელები და გეგონება ბელგრადის პარტიზანს თუ არ აქვს თვალის მოსატყუებელი შენობები ნავაროჩენი რაღაცეებით იმიტომაც არ გაყიდა სტევანოვიჩი 12 მილიონ ევროდ მანჩესტერ სიტიში, იქ სამაგიეროდ მწვრთნელები ყავთ რაც მთავარია, შენ კიდევ შენი აკადემიით 8-1 წააგე ქაირატთან და რეალურად ჩაკვეტაძეც და კვარაცხელიაც უკვე იქ მოამზადეს დიდი ფეხბურთისთვის გვახსვოს თუნდაც კვარაცხელია რა ფეხბურთს თამაშობდა შარშან და რა დონეზეა ეხლა, თქვენ უბრალოდ საქართველოს მაშტაბებით მაინც დინამო ხართ თან გაპიარებული აკადემიით და ბავშვები თავისთავად მოდიან, მასე იყო ყოველთვის და იქნება.
niko
20 აგვისტო 2020 02:11
1
თქვენი უთავმოყვრე ..... ...... ჟურნალისტებმა კიდე იმის მაგივრად ხელმძღვანელობას მოთხოვოთ მწვავე ფორმაში პასუხი წერეთ როგორი მაგარი იყო ქინქლაძე და როგორ ვერ გამოიყენა ეს ნიჭი ბოლომდე და ამის მაგვარი სისულელეები....
კახა ქ.
20 აგვისტო 2020 01:59
1
ერთი ამათ სიფათებს შეხედე, რას ჰგვანან ეს ფიფიას ფულის მონები?!
ქალის სიმართლე
20 აგვისტო 2020 01:42
2
kargit ra yovel cels rogor unda shearcxvinot dinamo.cadi fifia da gaiyole sheni damqashebi fulistixar da meti araferi
davit
20 აგვისტო 2020 02:16
0

სიახლეები პოპულარული