კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
რა მწვრთნელი უშველის ამათ,საიდან მოყავთ,ასეთი უნიჭო ხალხი,ყველამ ისწავლა ბურთის გაგორება,რაღაც ტაქტიკური სვლები,ბოლო ბოლო კარებში ზრდილობის გულისთვის დარტყმა ხანდახან,ესენი თავისიანებსაც ვერ ცნობენ,ასეთი უილაჯო ხალხი საიდან ან რატომ მოყავთ,ფუი მართლა ამოვიდა ყელში!!!
Z.g.
20 აგვისტო 2020 14:53
0
Chxetiani,, s veshami, davai dasvidania,, + fifia !!!
Givlari
20 აგვისტო 2020 15:40
0
ხულიო იგლესიას სად გააზრე ეგეთი შედარება ზმურათ კიდევ გაწიე ესენი და ცოტას ვიხალისებთ მაინც
Gio
20 აგვისტო 2020 13:57
0
პაპავა ---- სერხიო ბუსკეტსის ჩინური ვარიანტია :) აჰა
ხულიო იგლესიასი
20 აგვისტო 2020 14:38
0
Ar vici ra vtqva gushin rasac uyure imis kargi movtyan tu me ar metamasha upeo kargad...fu sircxvili
emzo
20 აგვისტო 2020 11:54
2
ამიტომ მხოლოდდამხოლოდ აკადემია და აქ ძებნა ფეხბურთელების.
ddgfdf
20 აგვისტო 2020 01:28
3
რა საჭიროა მწვრთნელი, ჩაურთე 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისის დინამოს მატჩები, აყურებინე და დაავალე ისე ითამაშონ. თუ არ ითამაშებენ ისე, გაუშვით. მორჩა, ესეც შენი ტრენერი...
გელა
20 აგვისტო 2020 10:04
3
Petere kapelo.
Grisha
20 აგვისტო 2020 06:37
0
რა ევროპა ლიგაზე ლაპარაკობს იცით ვინმემ?ევროპა ლიგაზე გადავიდა?თუ ხო,ვის ხვდება ან როდის?არანაირი ინფორმაცია არ წერია არსად ევროპა ლიგაზე გადავიდაო.არც ჟურნალისტებმა იციან?ბოლო ორი წელი მასე იყო.
Master
20 აგვისტო 2020 11:49
1
კახა ჩხეტიანს ტორპედოს გულშემატკივრები,ახალ მისულს რომ დაუპირისპირდნენ და წასვლას ითხოვდნენ,მაშინ მხარი დავუჭირე და არც შევმცდარვარ.ახლაც, მიუხედავად ამ საზიზღრობისა,მაინც მხარს ვუჭერ და ვფიქრობ,რომ დრო უნდა მივცეთ გუნდთან მუშაობისათვის,მაგრემ მეორე მხრივ,თვითონ როგორ ფიქრობ,კახა,გუნდი ვითარდება?თუ დაშლა განვითარებას ნიშნავს,კი ბატონო,მაგრამ განვითარებას თავისი ვექტორი აქვს და ჯერჯერობით მისი ნიშანი,უარყოფითია.ამ ხალხით,არც იმის შანსი ჩანს,რომ წინ,უკეთესობა გველის.კლასი რომ არ არის,ეგ ერთი,მაგრამ ბრძოლის სურვილიც რომ არ იყო და აზროვნების ნიშნებიც კი არ შეინიშნება გუნდის მოქმედებაში,ამას რაღა ვუყოთ?ერთადერთი გიორგი კუციაა,რაღაც დონეზე გასვლის პერსპექტივას რომ ვატყობ.სხვები კი,ჯერ ისევ პერსპექტიულები,უკვე რეგრესს განიცდიან და რა იმედი უნდა გვქონდეს,არ ვიცი.
სოსო
20 აგვისტო 2020 20:12
6

სიახლეები პოპულარული