კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
სანამ ფიფია გუნდში იქნება ვიბუქსავებთ ესე ერთ ადგილზეე ოხ დინამო ბათუმოო თუ არ გაააკეთო შახტარივით გუნდიი და აღარ აღირსოო თბილისს ჩემპიონიბაააა რო ესე აღარ შეგვარცხვინონ!!!
ფეღბურთი
20 აგვისტო 2020 02:44
1
მერამდენე წელია ამათი ჩაჯ...ლი თამაშის მერე მწვრთნელის კომენტარი copy paste-ვით მეორდება.
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:51
1
მთელი გუნდი გასაშვებია აი 1 ფეხბურთელიც არ არის რომ თქვა დასატოვიაო მწვრთნელიც გასაშვებია და ფიფია რომ უნდა გადადგეს ეს უკვე არ არის ახალი ამბავი
Ka
19 აგვისტო 2020 23:50
1
Რომ გგონია მოდი ვუყურებ თამაშს, რაც აქამდე მინახავს იმაზე უარესი მეტი რა უნდა მოხდესო, და ამაშიც რომ იმედი გიცრუვდება
Irakli
20 აგვისტო 2020 12:20
0
მოდი რა, გინება არ გვინდა, წაგება და სირცხვილი არა მგონია ვინმეს სიამოვნებდეს. ჩემი აზრით, დინამოს დღეს არ ჰყავს საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული არც ერთი ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა, ტირანასთან ასე უშანსოდ არ უნდა წააგო, რადგან მასაც არ ჰყავს ასეთი დონის ფეხბურთელები არც ერთი. არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ გუნდის და ვამბობდი, რომ მეშინია ევროპაზე თამაშის, გავფარჩაკდებით მეთქი და ახდა კიდეც, რადგან ფეხბურთელს ვერ ვხედავდი, რომელიც გუნდს აიყოლიებდა და დამუხტავდა. მე მგონი, ერთმანეთს კარგად არც იცნობენ. მწვრთნელი გრანდი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ამ ფეხბურთელების დონეს რომ ეყოფა, ისეთი არის. ანჩელოტიც რომ ჩამოიყვანო, ამ მასალისგან ევროპულ გუნდს ვერ გააკეთებ, საქართველოს ჩემპიონატს კი ყოფნის და არიან ასე. რაც შეეხება მეკარეს, პირველი გოლი ძირითადად დაცვის დამსახურება იყო და ნაკლებად ვადანაშაულებ. მეორე გოლი მისი ბრალია, მაგრამ ასეთები ყველას მოსდის, ვარსკვლავ მეკარეებსაც გაგახსენებთ ამ მდგომარეობაში და მასზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი რომელიმე ფეხბურთელის შეცდომა.
ცაგარელი
20 აგვისტო 2020 11:38
2
რამდენი გქონდათ დადებული წაგებაზე? საერთოდაც რო დაიშალნეთ და სახლებში წახვიდეთ არ გინდათ, რატო აგინებინებთ ხალხს, გსიამოვნებთ?
ვანო
20 აგვისტო 2020 10:53
1
ჩხეტო შენ და დოლიძეს თუ გაქვთ ნამუსი უნდა წახვიდეთ! ეგ იქნება ბოდიში!
ლადო
20 აგვისტო 2020 00:05
0
ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ასე ცუდი დინამო მე არ მახსენდება, ჩისკო რომ თამაშობდა ის დინამო ამას ბევრად ჯობდა, თუნდაც შემდეგ მწვრთნელად რომ იყო ჩისკო, ის დინამოც ბევრად კარგი გუნდი იყო. თუმცა იმასაც დავამატებ რომ ვინც კი ცოტა ნორმალურად თამაშობდა ყველა წავიდა და ეს აისახება შედეგზეც. ამ გუნდიდან გასაშვებია 70 როცენტი ფეხბურთელებისა, სამწვრთვენლო შემადგენლობაც ზედ მისაყოლებელია... არც ეს არ უშველის არაფერს, სანამდ ბიზნესი არ შემოვა სპორტში მანამდე შანსი არ არის ფეხბურთის განვითარებისა, 4 გუნდი მაინც უნდა იყო გამართული ფინანსურად და მენეჯმენტით... დენიკინის დრონდელი მწვრთნელები, მათი მეთოდები და მიდგომები უნდა შეიცვალოს. მეოცე საუკუნის მერე ფეხბურთი განვითარდა, ძალიან განვითარდა. ყაველაშვილს აქვს ნათქვამი, ჩემ დროს რომ 2 კილომეტრს ირბენდა ფეხბურთელიო, მაგარი შედეგად ითველბოდაო და 13-14 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან დღეს, სხვა სისწრაფეებია, სხვა ფიზ მომზადებაა უკვე საჭირო რომ ითამაშო ფეხბურთი...
დათო
20 აგვისტო 2020 09:53
1
დარჩენილ გუნდებსაც იგივე მოელით
123
20 აგვისტო 2020 09:16
4
კითხვა მაქვს თქვენი საიტისგან განსხვავებით ლელო ჯიზე კომენტარი რატო არ იწერება. კომუნიზმში არიან ჯერ კიდევ?
გიორგი
20 აგვისტო 2020 07:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული