კორონავირუსით უკრაინული კლუბის ქართველი პრეზიდენტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
უკრაინის პირველი ლიგის კლუბ ტერნოპოლის "ნივას" ქართველი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა.

ავთანდილ მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში ტერნოპოლის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ფუნქციონერის ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო და გუშინ, 20 აგვისტოს, საღამოს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით "ნივამ" უკრაინის მეორე ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის მოგება მოახერხა და პირველ ლიგაში დაწინაურდა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ჩანს ბობოლები გვამზადებენ მეორე ტალღისთვის რომელიც ასე ღრმად და საფუძვლიანად არის დაგეგმილი უკვე დიდი ხანია. ადამიანი დაიღუპა და ეს სტატისტიკისთვის გამოიყენო ხომ უფრო დიდი მარაზმი. დროა გავიღვიძოთ , გავიღვიძოთ
ნეო
21 აგვისტო 2020 21:42
7
ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ...
1.ავთანდილ მდინარაძე ამ გუნდის ყოფილი პრეზიდენტია. პრეზიდენტი იყო 2012-2015 წლებში.
2.საავადმყოფოში გადაიყვანეს რამოდენიმე კვირის წინ და ამ ხნის განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, რაც პათოლოგიურ დაავადებებზე მიუთითებს. კორონავირუსი დაავადება არ არის. არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალების დიაგნოზი იყოს.
3.ინტერნეტსივრცეში ერთადერთი ოფიციალური წყარო მოიძიება - ტერნოპოლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ამ წყაროზე დაყრდნობით, ყველა ერთი და იმავეს იმეორებს, მაგრამ არასწორია ექიმის მხრიდან ასეთი დიაგნოზის დასმა.
4.იმავე ინტერნეტსივრცეში თუ მოიძიებთ ინფორმაციას, აღმოჩნდება რომ ავთანდილ მდინარაძეს გულის დაავადება ჰქონდა.
5.სამწუხაროა, რომ ეს კორონავირუსის ისტერია ვერაფრით მთავრდება.
Georgian
21 აგვისტო 2020 18:02
4
პირველ რიგში აცხონოს ღმერთმა და სამძიმარი ახლობლებს !!!! ეტყობა სადაც შოულობდა ეს კაცი ფულს იქვე მიხედა მის საყვარელ საქმიანობასაც ....კარგი იქნებოდა რომ საქართველოში მაგრააამ იშოვნი კი მაგდენ ფულს საქართველოში ...?! ან რომ ჩამოიტანო ეგრევე გაგატყავებენ და საქმის კეთებას მაინც არ გაცლის არავინ თუ ცოტა არის მაგალითები აი თუნდაც კოკაია და ზესტაფონი ...!!!
Mdaa
21 აგვისტო 2020 17:08
7
ძალიან ვწუხვარ!საქართველოში რომ ყოფილიყო და აქაური გუნდისათვის ეპატრონა,იქნებ ცოცხალიც გადარჩენილიყო.
სოსო
21 აგვისტო 2020 13:14
19
ჩემს პოსტზე დისლაიქები(დაწუნებები) და გამოხმაურებები ვნახე და შემეშინდა.რა არის ხალხო,სინანული და ნიშნის მოგება,ერთმანეთისაგან ვეღარ განგისხვავებიათ?ფეხბურთის მოყვარული კაცი,სხვა,ფეხბურთზე გადაგებული,თანაც ქართველი ადამიანის გარდაცვალებას,ნიშნის მოგებით რომ არ შევხვდებოდი,ამას ახსნა უნდა სჭირდებოდეს?ქართველიც რომ არ ყოფილიყო,ქართველი კაცი,ახლად გარდაცვლილზე,ნიშნის მოგებით რომ არ დაიწყებს ლაპარაკს,ამას ახსნა უნდა?ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე,ან კიდევ მე მქონია თქვენზე,დაუმსახურებლად კარგი წარმოდგენა.მაპატიოს ავთანდილ ნადირაძის სულმა,რომ კაცი,ჯერ კიდევ არ გაციებულა და აქ დავა კამათი ავტეხე,მაგრამ ქართული წესი არ არის,(ან სადაური წესია)გარდაცვლილზე ცუდად ღლიცინი.ვწუხვარ,რომ ამის ახსნა მჭირდება,მაგრამ მტერიც რომ იყოს,გარდაცვლილს და მის ჭირისუფალს,ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს.ძალიან ვწუხვარ ავთანდილ ნადირაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ,მის ჭირისუფლებს.
სოსო
22 აგვისტო 2020 09:13
0
უფრო ადრე ინფარქტი მოკლავდა ამ შემთხვევაში.
giorgi
21 აგვისტო 2020 15:40
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული