კორონავირუსით უკრაინული კლუბის ქართველი პრეზიდენტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
უკრაინის პირველი ლიგის კლუბ ტერნოპოლის "ნივას" ქართველი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა.

ავთანდილ მდინარაძე ბოლო დღეების განმავლობაში ტერნოპოლის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ფუნქციონერის ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო და გუშინ, 20 აგვისტოს, საღამოს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით "ნივამ" უკრაინის მეორე ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის მოგება მოახერხა და პირველ ლიგაში დაწინაურდა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ჩანს ბობოლები გვამზადებენ მეორე ტალღისთვის რომელიც ასე ღრმად და საფუძვლიანად არის დაგეგმილი უკვე დიდი ხანია. ადამიანი დაიღუპა და ეს სტატისტიკისთვის გამოიყენო ხომ უფრო დიდი მარაზმი. დროა გავიღვიძოთ , გავიღვიძოთ
ნეო
21:42 21-08-2020
7
ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ...
1.ავთანდილ მდინარაძე ამ გუნდის ყოფილი პრეზიდენტია. პრეზიდენტი იყო 2012-2015 წლებში.
2.საავადმყოფოში გადაიყვანეს რამოდენიმე კვირის წინ და ამ ხნის განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, რაც პათოლოგიურ დაავადებებზე მიუთითებს. კორონავირუსი დაავადება არ არის. არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალების დიაგნოზი იყოს.
3.ინტერნეტსივრცეში ერთადერთი ოფიციალური წყარო მოიძიება - ტერნოპოლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ამ წყაროზე დაყრდნობით, ყველა ერთი და იმავეს იმეორებს, მაგრამ არასწორია ექიმის მხრიდან ასეთი დიაგნოზის დასმა.
4.იმავე ინტერნეტსივრცეში თუ მოიძიებთ ინფორმაციას, აღმოჩნდება რომ ავთანდილ მდინარაძეს გულის დაავადება ჰქონდა.
5.სამწუხაროა, რომ ეს კორონავირუსის ისტერია ვერაფრით მთავრდება.
Georgian
18:02 21-08-2020
4

სიახლეები პოპულარული