"არარატ-არმენია", მოსკოვის "დინამო", "გალათასარაი" - უეფამ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები დააკონკრეტა

AutoSharing Option
გუშინ, 30 აგვისტოს, უეფამ ევროპა ლიგის მეორე ეტაპის წილისყრის წინ კლუბები სხვადასხვა ჯგუფად დაყო და ქართულ გუნდებსაც სავარაუდო მეტოქეები დაუკონკრეტდათ.

თბილისის "დინამოს", რომელიც "ჩემპიონთა გზას" მიუყვება, ჯგუფში მხოლოდ 1 განუთესავი - კოსოვოს ჩემპიონი "დრიტა" შეხვდა. თუ დინამოელები "დრიტას" ასცდნენ, შემდეგ წილისყრა ჯგუფის შიგნით გაიმართება და ნებისმიერი კლუბი შეიძლება შეხვდეს ერთმანეთს. "დინამოს" ჯგუფში კი ეს გუნდები მოხვდნენ: "ასტანა", "ფოლა ეში", "ბუდუჩნოსტი", "კონაჰ'ს ქუეი ნომადსი", "არარატ-არმენია", "სილექსი".

რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", "რკინიგზელებს" უფრო კონკრეტულად აქვს საქმე და მეტოქე ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი
ეყოლება: "გალათასარაი", მოსკოვის "დინამო", "ქაირათი".

კენჭისყრა კი დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე როგორც ერთ რიგით გულშემატკივარს ძალიან მინდა დინამოს არარატ არმენია შეხვდეს, თანაც სომხეთში უნდა გამოვიყვანოთ წირვა!!!! ლოკომოტივს კი ვინც არ უნდა შეხვდეს მაინც დიდი მადლობა!!! სიმართლე ვთქვა, ჭიაბრიშვილის მაინც მეიმედება და მგონია რომ ანტი ფეხბურთს არ ათამაშებს გუნდს. ქართული ფეხბურთი ჩემი ტკივილიანი სიამაყეა!!!! წარმატებები!!!!
გიგა
13:57 31-08-2020
0
დ კაირატი მერე სუსტია?ვაგნერ ლავი ყავთ .36 წლისაა და ეხლაც მაგარია კიდე ყავთ კარგი ლეგიონერები
zaza
11:38 31-08-2020
2

სიახლეები პოპულარული