ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა სპორტულ საიტ "live.ge-სთან" საუბრისას თბილისურ კლუბში დაბრუნებაზე და ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგის შესახებ ისაუბრა.
"ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა ყოველთვის ბედნიერების ტოლფასია, რადგან "დინამო" ჩემი მეორე სახლია. კლუბში არყოფნისას განშორებასაც კი ვერ ვგრძნობ. აქ ბოლოს 7 თვის წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გუშინ იყო. კლუბის ყველა თანამშრომელი ჩემთვის ძალიან ახლობელი და დასაფასებელი პიროვნებაა, მათთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.
რაც შეეხება ევროპა ლიგას, მოკლე დროში შეფასების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს
განიხილავს, რის შემდეგაც მეტოქის ძალისა და დონის შესახებ კონკრეტული წარმოდგენა გვექნება.
ერთი რამის თქმა კი შემიძლია, ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან. პირველ რიგში, ჩვენი გუნდის მენტალური მდგომარეობა უეკთესობისკენ უნდა შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შევეცდებით", - განაცხადა ჩისკომ.
მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელთა მეტოქე უელსის ჩემპიონი "ქონაჰ'ს ქუაი ნომადსი" იქნება. შეხვედრა 17 სექტემბერს უელსში გაიმართება.
ევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია
ჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება
ევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე ცნობილია
გია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა
მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
იყო თუ მენახირე,საფუძვლიანად არი გუნდი დანგრეულიო.
მაშინ გამაზეთ ქართულ კლუბების წაგებაზე და შედეგი გარანტირებულია. რაც მეტს დადებს, მით მეტია მოგება, თუ ფულს მოიგებთ, ეს ხომ მოგებაა და თუ წააგებთ, ამ სასწაულით იამაყებთ, ეს ხომ ქართველების მოგებაა სიმონ!!!
ორივე შემთხვევაში იგებთ... ოღონდ უნდა წააგონ, როგორც წოველთვის, ბურთს დაეუფლა ჩვენი დომენტი...აი მომენტი! ვაი დომენტის და გააცუდა სანჯერ დომენტიმ... ითამაშეთ და არ წააგებთ.
მე გამომრჩა რამე და უკვე ჯგუფურ ეტაპზეა ჩვენი ჩემპიონი, თუ ამ კაცს გამორჩა რამე და ყველას გამოგვრჩა, რეომ ამას რაღაც გამორჩა?!...