ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.
ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.
დიდია კლასში განსხვავება,ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია,ფინანსებზე საუბარი არც ღირს.
ჩვენი უდიდესი ქვეყნის ისტორია უნდა ვანახოთ სტადიონზე,ვინ ვართ და თუ როგორ მოვედით აქამდე.ისე უნდა ვითამაშოთ რომ გაკვირვებულები გადიოდნენ სტადიონიდან.
სტადიონზე იქნება თუ მის გარეთ 100% მხარდაჭერა გექნებათ