მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.
sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:
"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."
"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."
"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."
იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:
"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."
"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"
სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.
სპორტალლ შემოიღეთ ავტორიზაცია და კომენტარების ისე წერა, დაანახეთ სამშობლოს როგორ გამოიყურებიან რუსეთუმეები !!! იცნობდეს ხალხის ერის გამყიდვლებეს რომ შვილებს ანახონ როგორები არ უნდა გაიზარდნონ ! და არა კომენტარების დაბლოკვა რომელიც არ გაწყობთ და გიფუჭებთ საერთო ფონს თითქოს როგორ უყვართ რუსეთი საქართბელოში!!!
გაუნათლებელი ხარ და აი რატომ: 1) სახელი მიწერია ლათინური ასოებით და არა ინგლისურად. ხოლო დაწერილი ფორმა მიხაელ არის ებრაული, ბიბლიური ფორმა სახელის რომელიც შემდეგ სხვადასხვა ენაში შევიდა მრავალი სხვა ფორმით.
2) კირილაცზე მაინც არ მიწერია , აი იმ ალფავიტით შენ და შენნაირები რუსულს რომ ეძახით მაგრამ რუსეთთან არაფერი კავშირი არ აქვს მის შექმნას.
საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი მაინც თავიანთი იმპერიული აზროვნების მონებად დარჩებიან და იმას მიიღებენ, რასაც მბრძანებელი ჩაუდებს თავში. მერე კი აქაც ჩამოვლენ, ღვინო-ხინკალსაც დააგემოვნებენ და "სულიკოსაც" გვიმღერებენ... ))
ძალიან, ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ეგრე იქნება.