რუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

მკითხველის კომენტარები / 29 /
გენაცვალეთ ქართველებო, ესაა ჩვენი იარაღი, ჩვენი სათნოება და კაცთმოყვარეობა, რამდენი რუსიც ჩამოვა, იმდენი დადებითი ემოცია გაჰყვებათ უკან, თუ ისეივე გან-ნი არ იქნა, როგორიც ეს ბატონია. ახალგაზრდების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ ცუდი და კარგი ერი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები! რუსი ძმაკაცი მყავს, მაგას ვენაცვალე. ესენი არიან ნამდვილი რუსები, რომლებმაც მიაჩმორეს კომენტარებში ეს ჭუჭუ. პუტინს და მის ბანდას ერონება არა აქვს, როგორც ნებისმიერ ბოროტმომქმედს.
რას მოვესწარით
11:33 01-09-2020
17
ნორმალური ხალხი ეგრე აზროვნებს დიახაც მაგრამ აქაურ სულელებს კითხეთ აბა? გადამწყვეტი ბრძოლაა დიდი ომის წინ :D :D
აკაკი
13:42 01-09-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული